in ,

10 ყველაზე სასარგებლო პროდუქტი

თქვენი ჯანმრთელობისათვის ამის ცოდნა აუცილებელია

გერმანელმა მეცნიერებმა ხანგრძლივი კვლევების შემდეგ შეიმუშავეს და გამოაქვეყნეს 10 ყველაზე სასარგებლო საკვები პროდუქტების სია. ეს პროდუქტები უნდა მივიღოთ რაც შეიძლება ხშირად.

ვაშლი

ჩვენთვის ყველასათვის საყვარელი ხილი ვიტამინებისა და სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საბადოა. შეიცავს მიკროელემენტების უნიკალურ ნაკრებს, რომელიც უჯრედულ დონეზე მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.  ვაშლის სასარგებლო თვისებების ადამიანის ორგანიზმზე დადებითი ზემოქმედების სპექტრი იმდენად ფართოა, რომ საშუალებას გვაძლევს არა მარტო ავიმაღლოთ იმუნიტეტი და მოვიწესრიგოთ კუჭნაწლავის სისტემა, არამედ თავიდან ავიცილოთ ისეთი მძიმე დაავადებები როგორიცაა კიბო და გულის დაავადება.

თევზი

იმის შესახებ რომ ადამიანის კვების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს თევზი, დიეტოლოგებისაგან მრავალჯერ გვსმენია. სწორედ თევზი შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელიც სისხლში ქოლესტერინის დონის დაბლა დაწევას უზრუნველჰყოფს, რაც თავის მხრივ არეგულირებს არტერიულ წნევას, იცავს ორგანიზმს დიაბეტისაგან. თევზის ცხიმში არსებულ ომეგა 3-ს შეუძლია თავიდან აგაცილოთ თრობმოზი. ერთი წლის მანძილზე თუ ყოველდღიურად მიიღებთ თევზის ცხიმს (1დან 10 გრამამდე) არასოდეს დაგემართებათ ინსულტი. ამასთანავე თევზი მდიდარია კალცით, იოდით, კალიუმი, ნატრიუმით, ფოსფორით და ვიტამინებით A, B1, D, E.

Загрузка...

ნიორი

ნიორი ადამიანის ერთგული მოკავშირეა ვირუსების, სოკოების და ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიორი ყველაზე ხელმისაწვდომი ბუნებრივი იმუნოსტიმულატორია, რომელიც ააქტიურებს ტ- ლიმფოციტებს, ფაგოციტებს და მაკროფაგებს. ნიორს  დამწევ საშუალებასადაც იყენებდნენ. ის ხელს უწყობს ნაწლავური ფლორის ნორმალიზებას და კუჭის წვენის სეკრეციის პროცესს. ორგანიზმის ისეთი მძიმე, მავნებელი ნივთიერებებისგან გასათავისუფლებლად, როგორიცაა ტყვია, ვერცხლისწყალი, კადმიუმი ერთი კბილი ნიორის მირთმევაც საკმარისია. ბუნების ამ საჩუქარს სისხლძარღვების გაწმენდისა და ათეროსკლეროზის განვითარებისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარიც აქვს. სამი თვის განმავლობაში ნიორის გამოყენებით ქოლესტერინის 20%–ის გაქრობა შეიძლება.

10 ყველაზე უცნაური ფაქტი, რომელიც აქამდე არ იცოდით

ნაცისტების მიერ გამოგონებული 10 ყველაზე ძლიერი იარაღი