in

7 ცნობილი სიმბოლო და მათი წაროშობის ისტორია

ამპერსანდი ნიშანი &

  • თავად სიტყვა ამპერსანდი – შემოკლებული ვერსია სიტყვის  And per se and.  z ასოს შემდეგ ამბობდნენ Аnd per se and (“თავისთავად”, “როგორც ასეთი”).

    დროთა განმავლობაში ეს ასო et იმდენად შეიცვალა რომ ასეთი ფორმა მიიღო.

ბლუთუზი

  • Х საუკუნეში დანიაშია მეფე ჰარალდ ბლათანდი მეფობდა, რომელმაც დანიის სამეფო გააერთიანა. მას ასევე უწოდებენ ლურჯკბილას, რადგან მას მოცვი ძლიერ უყვარდა, მინიმუმ ერთი კბილი მაინც მუდმივად ლურჯად იყო შეღებილი.

    ტექნოლოგია Bluetooth (ინლ. “ლურჯი კბილი”) რამდენიმე მოწყობილობის ერთ ქსელში გაერთიანებას ნიშნავდა. ტექნოლოგიის ნიშანი კი ორი სკანდინავიური რუნის გაერთიანებას წარმოადგენს: “ჰაგალ” (Hagall) – ლათინური H-ის ანალოგი და “ბერკანა” (Berkana) – ლათინური B, რაც ჰარალდ ბლათანდი სახელების პირველ ინიციალებს წარმოადგენს. სხვათა შორის, პირველი მოწყობილობა ლურჯი ფერის იყო და კბილის ფორმას ჰგავდა.

გული

  • მასთან დაკავშირებით რამდენიმე ჰიპოთეზეა არსებობს:

    1. გედების წყვილი ერთმანეთთან შეხების დროს გულის ფორმას ქმნიან. ბევრი ქვეყნის კულტურაში ეს ფრინველი სიყვარულისა და ერთგულების სიმბოლოს წარმოადგენს, რადგან წყვილი სიცოცხლის ბოლომდე ერთად არიან. 

    2. სხვა ჰიპოთეზის მიხედვით, თავიდან ეს ნიშანი ქალური საწყისის სიმბოლოს წარმოადგენდა.. ძველმა ბერძნებმა აფროდიტეს ტაძარიც ააგეს, სადაც საჯდომს თაყვანს სცემდნენ. 

    3. კიდევ ერთი მოსაზრებით, მისი წარმოშობის მიზეზია სურო. ამ მცენარის ფოთოლს აქვს გულისთვის მიმსგავსებული ფორმა. ასევე მას ახასიათებს ირგვლივ შემოხვევა ყველაფრისთვის რასაც მიწვდება.

loading...

მედიცინის სიმბოლო

  • ჰერმეს (რომაელებში – მერკური) ჰქონდა ჯადონსური ჯოხი კადუცეი, რომელიც სწორედ ასე გამოიყურებოდა. კადუცეის ჰქონდა უნარი ნებისმიერი დავა შეეწყვიტა და მტრები შეერიგებინა. მას მედიცინასთან არაფერი ჰქონდა საერთო. 100-ზე მეტი წლის წინ, აშშ-ს სამხედრო ექიმებმა ის ასკლეპიოსის კვერთხში აერიათ, რომელსაც ფრთები არ ჰქონდა და მხოლოდ ერთი გველი იყო შემოხვეული. ეს ნიშანი გამყარდა და ახლა როგორც სამედიცინო კონფიდენციალურობის სიმბოლოს წარმოადგენს. 

ჩართვის სიმბოლო (Power)

  • ეს სიმბოლო ყველა მოწყობილობაზეა. ცოტამ თუ იცის, საიდან იღებს ის სათავეს.
    40-იან წლებში ინჟინრები ორობით სისტემას აყალიბებდნენ. 1 ნიშნავდა “ჩართვას”, ხოლო 0 “გამორთვას”. შედეგად ეს ორი რიცხვი გაერთიანდა და მივიღეთ ასეთი სიმბოლო.

მშვიდობის სიმბოლო

  • მშვიდობის ნიშანი 1958 წელს გამოიგონეს ბირთვული იარაღის გამოყენების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მშვიდობის ნიშანი ეს ორი სემაფორის  N და D გაერთიანებაა, რაც ნიშნავს ბირთვულ განიარაღებას (Nuclear Disarmament).

სიმბოლო О.К.

  • ამ ჟესტსტით გამოსახატავენ, რომ ყველაფერი კარგადაა. თუმცა ყველა ქვეყანაში მას დადებითი მნიშვნელობა არ აქვს. საფრანგეთში ითვლება, რომ ადამიანი, ვისაც ამ ჟესტით მიმართავენ “ნულს”, არაფერს წარმოადგენს. არსებობს ამ სიმბოლოს წარმოშობის რამოდენიმე ვერსია:
    1.  O.K. აშშ-ს პრეზიდენტის ვან ბიურენის დაბადების ადგილის  Old Kinderhook შემოკლებულ ვერსიას წარმოადგენს. ვან ბიურენმა აირჩია ფსევდონიმი, რომელიც დაბადების ადგილს ემთხვევა, სარეკლამო კამპანიის სლოგანი იყო “Old Kinderhook is O.K.” ხოლო ბილბორდზე კი გამოსახული იყო ადამიანი ამ ჟესტით.
    2. აშშ პრეზიდენტი ჯექსონი ამ ნიშანს გადაწყვეტილების მიღების დროს იყენებდა. ის წერდა  all correct-ის გერმანულ სტილში: oll korrekt, შემოკლებით O.K.
    3. ჟესტი O.K. რიტუალური ჟესტია ინდუიზმსა და ბუდიზმში. ნიშანი განასახიერებს განათლებას და ბევრი ბუდისტურ ექსპონატში ბუდას ამ ჟესტით გამოსახავდნენ.

90-იანების ლამაზმანები მაშინ და ახლა

სახეების გარდა ხედავთ კიდევ რამეს? აი სინამდვილეში რა დახატა უკრაინელმა მხატვარმა