in

ასტრიდ ლინდგრენი- საბავშვო ლიტერატურის დედა

საინტერესო ისტორიები და მოკლე ბიოგრაფია ასტრიდის შესახებ

შვედი მწერალი მსოფლიომ საბავშვო ლიტერტურის დედად აღიარა და მას ეს სახელი დღემდე არ დაუკარგავს.

”ჩემში ცხოვრობს ბავშვი, რომელსაც გაზრდა არუნდა”-ხშირად ამბობდა მწერალი და ამაში ქალიშვილი კარენიც ეთანხმებოდა- ასტრიდი ისეთი დედა კი არ იყო რომელიც, შვილს პარკში წაიყვანდა თვითონ ხის სკამზე ჩამოჯდებოდა და შორიდან უყურებდა, როგორ თამაშობს მისი შვილი. არა ის შვილთან ერთად ჩაწვებოდა ქვიშაში და მასთან ერთად ერთობოდა.

ასტრიდი მამას განსაკუთრებულად უყვარდა. მომავალი მწერალი სკოლაში გამორჩეულ თემებს წერდა და საუკეთესო მოსწავლედ ითვლებდა. ტრადიციული და პატიოსანი ოჯახის შვილი, კვირაობით ეკლესიაში მიდიოდა და საგალობლებს მღეროდა. თითქოს ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც საჭირო იყო, მაგარმ ასტრიდი 18 წლის ასაკში პატიოსნებითა და წესიერი ცხოვრებით გამორჩეული გოგონა დაფეხმძიმდა. ოჯახს მისი გაგება გაუჭირდა, გოგონა იძულებილი გახდა საცხოვრებლად სტოკოლმში გადასულიყო, საიდანაც ხშირად სწერდა მის ძმას წერილებს: ”მარტოსული და უბედური ვარ. მარტოსული იმიტომ, რომ ეს მართლაც ასეა და უბედური იმიტომ რომ მომავალი ზამთარი ძალიან მაშინებს”

მწერალმე ყველაფერს გაუძლო და სტოკოლმში ვაჟი ლარსი გააჩინა. ქალაქში სამსახური იშოვა, ცოლად სტრუ ლინდგრენს გაჰყვა და მის გვარზე გადავიდა. მათ გოგონა კარენი შეეძინათ, რომელიც ასტრიდის სამწერლობო ასპარეზის მთავარი ტრამპლინი გახდა.

ერთხელ კარენს ფილტვების ანთება დაემართა. ლოგინში მწოლიარე გოგონამ დედას სთხოვა, პეპიზე მომიყევი ზღაპარი, გრძელ წინდაზეო. ასტრიდი ვერ მიხვდა, ვინ იყო პეპი, მაგრამ მაინც დაიწყო ისტორიის მოყოლა. ასე შეიქმნა ისტორია ყველაზე ცელქ და ონავარ გოგონაზე, რომელიც ჯიუტად ამტკიცებდა: ”მამაჩემი კანიბალტა მეფეა. ერთ ლამაზ დღესაც მამაჩემი ტავისი დიდი გემით მოვა და წამიყვანს და მე კანიბალტა პრინცესა გავდები”

Загрузка...

ოტია იოსელიანის 20 გენიალური მოსაზრება

მოკლე და საინტერესო ბიოგრაფია მარკ ტვენის შესახებ