გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი 2009 წელს დაარსდა და დღეის მდგომარეობით ახორციელებს 5 საბაკალავრო და 5 სამაგისტრო პროგრამას, შემდეგი მიმართულებებით: ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი, ფსიქოლოგია, სამართალი, ჟურნალისტიკა.
ინტერნაციონალიზაცია უნივერსიტეტისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად უნივერსიტეტს ჰყავს 40-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტი ჩინეთში, დიდ ბრიტანეთში, ამერიკაში, გერმანიაში, ავსტრიაში და სხვა.
ამასთან ერთად უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი გახდა ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფი, რის ფარგლებშიც სტუდენტებს დამატებითი შესაძლებლობა ეძლევათ ისწავლონ, გაიარონ სტაჟირება და დასაქმდნენ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად პოზიციებზე, როგორც ჩინეთში ასევე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უცხო ენის სწავლებას. სხვა უცხო ენებთან ერთად, სტუდენტებს აქვთ ექსკლუზიური შესაძლებლობა ისწავლონ ჩინური ენა.