Please sign in to follow
To save the job, please log in

Pages

Add page

ვერ მოიძებნა

მძღოლი

GWP Standard On Site
Competitive
Entry-level
Full time
14 Nov - 14 Dec
Without education
Georgian
149
0

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა.

ვაცხადებთ მძღოლის ვაკანსიას.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო მოედანზე გასვლა და კომპეტენციის ფარგლებში სამშენებლო პროექტის მენეჯერის დავალებების შესრულება: ტერიტორიის მომზადება, გათხრა და ა.შ
** სამშენებლო მოედნის მოწესრიგება (ნარჩენებისა და მიწის გატანა)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო/ტექნიკური განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** მართვის მოწმობის კატეგორია: B, C, D, S, T, E

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 595 25 61 43 ან გადმოგვგზავნოთ თქვენი საკონტაქტო ნომერი/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არაუგვიანეს 2023 წლის 24 ნოემბრისა.

გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

Similar jobs

Easy Apply

+995

Upload picture

terms and conditions

კომპანიის სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული ვებ-გვერდი, რომლის მისამართია: www.sfero.ge;

1.4. ინტელექტუალური საკუთრება

ნებისმიერი ნაწარმოები/პროდუქტი, რომელიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, მათ შორის და არა მხოლოდ სასაქონლო ნიშანი, საავტორო უფლება, პატენტი, გამოგონება, დომენური სახელი, გუდვილი, დიზაინი, მონაცემთა ბაზასთან დაკავშირებული უფლებები (მათ შორის პლატფორმასთან დაკავშირებული), კომპიუტერული პროგრამა, ნოუ ჰაუ, კომერციული საიდუმლოება, კონფიდენციალურ ინფორმაციასთან დაკავშირებული უფლებები, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საავტორო და მომიჯნავე უფლებების ნებისმიერი სხვა ობიექტი ან/და ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრება მსოფლიოს მასშტაბით, მიუხედავად იმისა რეგისტრირებულია თუ არა.

1.5. კომპანია

შპს ბიემ სოფტი ს/ნ (405416848), იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, საირმის ქუჩა, საკონტაქტო ელ. ფოსტა: info@sfero.ge;

1.6. მომხმარებელი

ნებისმიერი პირი, რომელიც ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს და რეგისტრირდება პლატფორმაზე პლატფორმით სარგებლობის მიზნით.

1.7. მომხმარებლის ანგარიში

პერსონალური ანგარიში ან/და ბიზნეს ანგარიში, კონტექსტის შესაბამისად.

1.8. პაკეტი

პლატფორმის ფარგლებში ბიზნეს ანგარიშის მომსახურების პაკეტები - „საბაზისო“, „სტანდარტული“ ან/და „პრემიუმი“, რომლის/რომელთა დეტალური აღწერაც მოცემულია ვებ-გვერდზე;

1.9. პერსონალური ანგარიში

პლატფორმაზე რეგისტრირებული ფიზიკური პირის ანგარიში/მოდული, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სხვადასხვა დოკუმენტების განთავსება (მათ შორის, CV, რეზიუმე, დიპლომი, სერტიფიკატი) ან/და სასურველ ვაკანსიაზე/თანამდებობაზე/საგანმანათლებლო პროგრამაზე მოთხოვნის გაგზავნა და პლატფორმის მიერ შემოთავაზებული სხვა სერვისებით სარგებლობა.

1.10. პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაცია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ნებისმიერი შესაბამისი რეგულაცია, რომელიც მოქმედებს წესებისა და პირობების ფარგლებში მონაცემების დამუშავებაზე;

1.11. პირი

ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.

1.12. პლატფორმა

დასაქმების პლატფორმა, რომელზეც წვდომა მიეცემა მომხარებელს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შემდგომ და რომელიც ოპერირებულია კომპანიის მიერ.

1.13. წესები და პირობები

ვებ-გვერდზე განთავსებული წინამდებარე წესები და პირობები, მასში პერიოდულად შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების ჩათვლით.

2. შესავალი

2.1.

პლატფორმის მიზანია დააკავშიროს ერთმანეთთან სამუშაოს ან/და საგანმანათლებლო პროგრამის მაძიებელი და შესაბამისი დამსაქმებელი ან/და საგანმანათლებლო პროგრამის მფლობელი და აღნიშნული მიზნით ტექნიკური უზრუნველყოფის - პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლებს გაუწიოს შესაბამისი მომსახურება.

2.2.

პლატფორმაზე შესაძლებელია შემდეგი ორი ტიპის ანგარიშის რეგისტრაცია: პერსონალური ანგარიში და ბიზნეს ანგარიში. თითოეული ანგარიშის რეგისტრაციისა და სარგებლობის პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესებითა და პირობებით.

2.3.

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს პლატფორმით სარგებლობის სავალდებულოდ შესასრულებელ წესებსა და პირობებს და იდება კომპანიასა და მომხმარებელს შორის.

2.4.

თითოეული პირი, რომელიც სარგებლობს პლატფორმით ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს და იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მათი სრულად და ჯეროვნად შესრულება.

2.5.

წინამდებარე წესების და პირობების შეუსრულებლობა იწვევს წინამდებარე წესებითა და პირობებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს.

2.6.

წინამდებარე წესები და პირობები მბოჭავია იმ პირისათვის, რომლის სახელზეც არის მომხმარებლის ანგარიში გახსნილი/რეგისტრირებული, მიუხედავად იმისა ვინ მართავს აღნიშნული მომხმარებლის ანგარიშს ფაქტობრივად.

3. პლატფორმაზე რეგისტრაციისა და სარგებლობის პირობები

3.1.

პლატფორმით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ პლატფორმაზე რეგისტრაციისა და წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმების შემდგომ.

პერსონალური ანგარიშის რეგისტრაცია და სარგებლობის პირობები

3.2.

პლატფორმაზე რეგისტრაცია ხორციელდება შესაბამის სარეგისტრაციო გვერდზე მოთხოვნილი სარეგისტრაციო მონაცემების შევსებისა და წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, ასევე რეგისტრაციისათვის აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული საკონტაქტო ტელეფონის ნომრის და ელექტრონული ფოსტის მისამართის ვერიფიკაცია, შესაბამისი კოდების დადასტურების გზით.

3.3.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ფლობს Google ანგარიშს, პლატფორმაზე რეგისტრაცია შესაძლებელია აღნიშნული ანგარიშის მეშვეობითაც, რა დროსაც არ არის აუცილებელი სარეგისტრაციო გვერდზე არსებული მონაცემების შევსება და მომხმარებლის რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ წესებსა და პირობებზე დათანხმებითა და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის ვერიფიკაციით.

3.4.

პერსონალური ანგარიშის მფლობელი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის ასაკი აღემატება 16 წელს.

3.5.

პერსონალური ანგარიში შესაძლებელია არსებობდეს როგორც საჯარო ასევე დახურული ფორმატით, ფორმატის არჩევა ხდება შესაბამისი მომხმარებლის მიერ. საჯარო ფორმატის პერსონალური ანგარიშისა და მასზე მიბმული ნებისმიერი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის ხილვა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, ხოლო დახურული ფორმატის შემთხვევაში ხელმისაწვდომია მხოლოდ პერსონალური ანგარიშის სახელი, გვარი, ფონზე განთავსებული ფოტო (ე.წ. cover ფოტო) და პერსონალური ანგარიშის ფოტო.

3.6.

პერსონალურ ანგარიშს ყავს შესაბამისი მფლობელი პირი, რომელიც მართავს პერსონალურ ანგარიშს. წინამდებარე წესებისა და პირობების მიზნებისათვის იგულისხმება, რომ პერსონალური ანგარიშის მფლობელი და პერსონალურ ანგარიშზე მითითებული პერსონალურ მონაცემთა სუბიექტი წარმოადგენს ერთსა და იმავე ფიზიკურ პირს.

3.7.

პერსონალური ანგარიშის მეშვეობით შესაძლებელია:

3.7.1.

მომხმარებლის მიერ სასურველი დოკუმენტების განთავსება/მიმაგრება (მათ შორის, CV, დიპლომი, სერტიფიკატი). ამასთან, მომხმარებელი თავად აგებს პასუხს განთავსებული ინფორმაციის სისწორესა და უტყუარობაზე. იმ შემთხვევაში, თუ პერსონალურ ანგარიშზე კონკრეტული მომხმარებლის მიერ ატვირთული სერტიფიკატის/დიპლომის/განათლების მიღების დადამასტურებელი დოკუმენტის გამცემი ორგანიზაცია რეგისტრირებულია პლატფორმაზე, პლატფორმის მეშვეობით, შესაბამისი მოთხოვნის გაგზავნის შედეგად შესაძლებელია ატვირთული სერტიფიკატის/დიპლომის/განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება სერტიფიკატის/დიპლომის/განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის მიერ;

3.7.2.

შემდეგი საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნება/განთავსება: ენების ცოდნის დონე, სამუშაო გამოცდილება, განათლება, კვალიფიკაცია და უნარები, ინტერესები და შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატები/დიპლომები;

3.7.3.

კალენდრის წარმოება, რომლითაც შესაძლებელი იქნება შესაბამის ბიზნეს ანგარიშთან კომუნიკაციის ან/და გასაუბრების/შეხვედრის თაობაზე ინფორმაციის ასახვა. აღნიშნული კალენდარი ხელმისაწვდომია მხოლოდ შესაბამისი პერსონალური ანგარიშის მფლობელისათვის;

3.7.4.

ავტომატური ძიების ფუნქციის გააქტიურება, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ავტომატურ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას სასურველი ვაკანსიის თაობაზე. გამოწერის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს პლატფორმის მეშვეობით;

3.7.5.

კონკრეტული ბიზნეს ანგარიშის გამოწერა, რა დროსაც ავტომატურ რეჟიმში მიიღებს სასურველი ბიზნეს ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული განცხადებების/პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის შესახებ ინფორმაციას. გამოწერის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს პლატფორმის მეშვეობით;

3.7.6.

კონკრეტული ბიზნეს ანგარიშის მიერ გამოცხადებულ საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მიღების თაობაზე ინტერესის გამოხატვა. ინტერესის გამოხატვის დადასტურება ხდება თავად ბიზნეს ანგარიშის მიერ, რის შემდეგაც აღნიშნული ინფორმაცია ხდება საჯაროდ ხელმისაწვდომი;

3.7.7.

მომხმარებლის სასურველ ვაკანსიაზე აპლიკაციის გაგზავნა იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ პერსონალურ ანგარიშზე მიბმულია CV. აღნიშნულ შემთხვევაში, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ შესაბამის ბიზნეს ანგარიშს მიეწოდოს მომხმარებლის შემდეგი პერსონალური მონაცემები: მომხმარებლის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სქესი, პერსონალური ანგარიშის ბმული და პერსონალურ ანგარიშზე მიბმული დოკუმენტაცია, მათ შორის CV.

3.8.

პლატფორმის შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფის მეშვეობით, პერსონალურ ანგარიშს მიენიჭება ე.წ. მიღწევები, მაგ: რამდენიმე უცხო ენის ფლობის შემთხვევაში, პოლიგლოტის მიღწევა და სხვა. მომხმარებლისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული მიღწევების წაშლა შეუძლებელია, თუმცა შესაძლებელია მათი გასაჯაროება ან/და ხილვადობის შეზღუდვა.

3.9.

პერსონალური ანგარიში შესაძლებელია შეფასდეს და მიენიჭოს შესაბამისი ქულები პლატფორმის მეშვეობით, შესაბამის კრიტერიუმებზე დაყრდნობით ბიზნეს ანგარიშის მიერ. აღნიშნულ შეფასებას სრულად ახორციელებს ბიზნეს ანგარიშის შესაბამისი უფლებამოსილი მფლობელი, საკუთარი შეხედულებისამებრ და კომპანია არ უზრუნველყოფს შეფასების სამართლიანობის დადგენას ან/და არ ახდენს რაიმე სახის ზეგავლენას შეფასებაზე.

3.10.

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი პლატფორმის მეშვეობით მონაწილეობას მიიღებს 5 ან მეტ ვაკანსიაში, პერსონალურ ანგარიშზე მიუვა ბიზნეს ანგარიშების შეფასებების საშუალო ქულები, ამასთან უშუალოდ შემფასებლის შესახებ ინფორმაცია მომხმარებლისათვის არ არის ხელმისაწვდომი.

3.11.

პლატფორმის მეშვეობით მინიჭებული შეფასებები არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და მასზე წვდომა აქვს მხოლოდ იმ ბიზნეს ანგარიშს, რომელმაც მომხმარებელს მიანიჭა შესაბამისი შეფასება.

ბიზნეს ანგარიშის რეგისტრაცია და სარგებლობის პირობები

3.12.

ბიზნეს ანგარიშის რეგისტრაცია ხორციელდება პერსონალური ანგარიშის მეშვეობით, შესაბამის სარეგისტრაციო გვერდზე მოთხოვნილი სარეგისტრაციო მონაცემების შევსებისა და წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით. ნებისმიერი რეგისტრირებული ბიზნეს ანგარიში წარმოადგენს არაავტორიზებულ ანგარიშს, რაც გულისხმობს, რომ არ არის წერილობით ავტორიზებული შესაბამის ბიზნეს ანგარიშზე მითითებული ორგანიზაციის ინფორმაციის (მათ შორის საფირმო სახელწოდების, საიდენტიფიკაციო ნომრის და სხვა) ნამდვილობა და უტყუარობა.

3.13.

ბიზნეს ანგარიშის ავტორიზაციისათვის აუცილებელია შესაბამისი ბიზნეს ანგარიშის უფლებამოსილი წარმომადგენლის (ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ან/და შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე მოქმედი პირის) მიერ მატერიალური ფორმით ხელმოწერილი წერილობითი განცხადება (შემდგომში - ავტორიზაციის განაცხადი) (ნებადართულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერაც), რომლითაც ეს უკანასკნელი ეთახმება წინამდებარე წესებსა და პირობებს და რომლითაც დასტურდება პლატფორმაზე მითითებული ინფორმაციის უტყუარობა/ნამდვილობა (შემდგომში - ავტორიზაცია).

3.14.

ავტორიზაციის განაცხადში ასევე ეთითება ბიზნეს ანგარიშის მფლობელი, რომელიც უფლებამოსილია მართოს ბიზნეს ანგარიში. ამასთან, ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, მხარეები ადასტურებენ, რომ ავტორიზაციის განაცხადში მითითებული ბიზნეს ანგარიშის მფლობელი შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიცვალოს შესაბამისი ბიზნეს ანგარიშის მიერ და აღნიშნული არ ახდენს რამე სახის ზეგავლენას ავტორიზაციაზე.

3.15.

ავტორიზაციის შემდეგ შესაბამის ბიზნეს ანგარიშს პლატფორმაზე მიენიჭება ავტორიზაციის აღმნიშვნელი სიმბოლო.

3.16.

ბიზნეს ანგარიშის რეგისტრაციის შემდგომ ის პერსონალური ანგარიში, რომლის მეშვეობითაც მოხდება ბიზნეს ანგარიშის რეგისტრაცია წარმოადგენს ბიზნეს ანგარიშის მფლობელს (შემდგომში - ბიზნეს ანგარიშის მფლობელი). წინამდებარე წესებისა და პირობების მიზნებისათვის იგულისხმება, რომ ბიზნეს ანგარიშის მფლობელი წარმოადგენს ბიზნეს ანგარიშზე რეგისტრირებული ორგანიზაციის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

3.17.

ბიზნეს ანგარიშის მფლობელი უფლებამოსილია დაამატოს, მართოს ან/და წაშალოს ქვემფლობელები, ადმინისტრატორები ან/და შექმნას სხვა როლები. ქვე-მფლობელი უფლებამოსილია მართოს, დაამატოს, ან წაშალოს ადმინისტრატორები ან/და შექმნას სხვა როლები. ადმინისტრატორი უფლებამოსილია მართოს ბიზნეს ანგარიშის ნებისმიერი ფუნქცია, გარდა მომხმარებლების მართვის ფუნქციისა, ხოლო შესაბამისი როლით შექმნილ მომხმარებელს აქვს მხოლოდ ის უფლებამოსილებები, რომელიც გაწერილია როლში ქვემფლობელის ან/და ბიზნეს ანგარიშის მფლობელის მიერ.

3.18.

ბიზნეს ანგარიშის ფარგლებში შესაძლოა შეიქმნას ქვეტიპები (შემდგომში - ქვეტიპ(ებ)ი). თითოეული ქვეტიპი ისარგებლებს შესაბამისი ქვეტიპისათვის განკუთვნილი ფუნქციონალით. ქვეტიპებია:

3.18.1. ორგანიზაცია

აღნიშნული ქვეტიპისთვის ხელმისაწვდომია ე.წ. HR მოდული, რომლის ფარგლებში ბიზნეს ანგარიშს ეძლევა შესაძლებლობა განათავსოს განცხადებები მიმდინარე ვაკანსიების თაობაზე, მოიძიოს სასურველი კანდიდატი, დაგეგმოს აღნიშნულ კანდიდატთან გასაუბრება და მიიღოს წვდომა მომხმარებლის CV-ზე. აღნიშნული ქვეტიპის ფარგლებში ხელმისაწვდომია შემდეგი ფუნქციები: მომხმარებლების მართვა, გვერდების მართვა, გადახდები, სერვისის პაკეტები, განცხადებები, ინტერვიუები, თანამშრომლები;

3.18.2. განათლება

აღნიშნული ქვეტიპის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს შესაძლებლობა პლატფორმაზე განათავსოს ინფორმაცია სასწავლო კურსების/ტრენინგების თაობაზე და მიიღოს დაინტერესებული მომხმარებელების მოთხოვნა საგანმანათლებლო კურსზე/ტრენინგზე დასწრების თაობაზე. აღნიშნული ქვეტიპის ფარგლებში ხელმისაწვდომია შემდეგი ფუნქციები: მომხმარებელების მართვა, გვერდების მართვა, გადახდები, სერვისის პაკეტები, პროგრამები, სერტიფიკატები, სტუდენტები, განცხადებები, ინტერვიუები, CV -ები, თანამშრომლები. ამასთან, მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს განათლების ქვეტიპით ავტომატურად სარგებლობს ორგანიზაციის ქვეტიპითაც.

4. პაკეტით სარგებლობის პირობები და საფასური

4.1.

თითოეული ბიზნეს ანგარიში რეგისტრაციისას სარგებლობს ე.წ. შეზღუდული ანგარიშით, რომელიც საშუალებას ანიჭებს ბიზნეს ანგარიშს შექმანას პროფილი და ისარგებლოს ე.წ. HR მოდულის შეზღუდული ვერსიით, დამატებითი ფუნქციებით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, შესაბამისი ბიზნეს ანგარიში ვალდებულია შეიძინოს შესაბამისი პაკეტი. ვალდებულია მიუთითოს, თუ რომელი პაკეტით სურს სარგებლობა.

4.2.

ბიზნეს ანგარიშის ფარგლებში მომხმარებელი სარგებლობს სხვადასხვა ვადიანობის პაკეტებით, რომელთა დეტალური აღწერა, ვადიანობა და საფასურები (ვადიანობის გათვალისწინებით) მოცემულია ვებ-გვერდზე.

4.3.

პაკეტი ძალაში შედის და მისი მოქმედების ვადა აითვლება მომხმარებლის მიერ შესაბამისი პაკეტის გამოწერისა და პაკეტის საფასურის სრულად გადახდის მომენტიდან.

4.4.

სასურველი პაკეტის სრული საფასურის გადახდა პაკეტით სარგებლობის მთელ პერიოდზე ხდება პაკეტის გამოწერის/გააქტიურების ეტაპზე, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შემდეგი საშუალებებით:

4.4.1.

საგადახდო ბარათით ანგარიშსწორებით პლატფორმის საშუალებით;

4.4.2.

პლატფორმზე არსებულ გადახდების განყოფილებაში ატვირთულ ინვოისში მითითებულ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით.

4.5.

თითოეული პაკეტის ფარგლებში ბიზნეს ანგარიშს შეუძლია ვაკანსიების განთავსება შეზღუდული რაოდენობით, შესაბამისი რაოდენობები მოცემულია ვებ-გვერდზე. იმ შემთხვევაში, თუ პაკეტში მოცემული ვაკანსიების რაოდენობის ამოწურვის შემდგომ ბიზნეს ანგარიშს სურს დამატებით ვაკანსიის განთავსება, ბიზნეს ანგარიში ვალდებულია საბაზისო პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში თითოეულ ვაკანსიაზე გადაიხადოს საფასური 49 (ორმოცდაცხრა) ლარის ოდენობით, ხოლო სტანდარტულ და პრემიუმ პაკეტით სარგებლობის შემთხვევაში 39 (ორმოცდაცხრა) ლარი თითოეულ ვაკანსიაზე. აღნიშნული საფასურის ანგარიშსწორების პირობებზე ვრცელდება პაკეტის საფასურის ანგარიშსწორების პირობები.

4.6.

კომპანია უფლებამოსილია შეცვალოს წესებისა და პირობებით ან/და ვებ-გვერდით დადგენილი ნებისმიერი საფასურის, მათ შორის პაკეტ(ებ)ის საფასურის ოდენობა საკუთარი შეხედულებისამებრ, რის თაობაზეც პლატფორმის მეშვეობით 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე შეატყობინებს მომხმარებელს. ამასთან, კორექტირებული პაკეტის საფასური მომხმარებელზე გავრცელდება მხოლოდ შესაბამისი პაკეტის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ.

4.7.

ბიზნეს ანგარიში უფლებამოსილია პაკეტის მოქმედების ვადის განმავლობაში შეიცვალოს პაკეტი და გამოიწეროს სხვა პაკეტი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბიზნეს ანგარიში გადადის უფრო ძვირიან ან ხანგრძლივი მოქმედების პაკეტზე. აღნიშნულ შემთხვევაში, არსებულ და ახალ პაკეტის საფასურებს შორის არსებული სხვაობის დაფარვის ვალდებულება ბიზნეს ანგარიშს წარმოეშობა პაკეტის შეცვლისთანავე და ახალი პაკეტი გაუაქტიურდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სრულად დაფარავს ახალ და ძველ პაკეტის სრულ საფასურებს შორის სხვაობას.

4.8.

თუ პაკეტის საფასური განსაზღვრულია უცხოურ ვალუტაში და კანონმდებლობით უცხოურ ვალუტაში ანგარიშსწორება დაუშვებელია, მაშინ ანგარიშსწორება მოხდება ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღისთვის შესაბამისი კომერციული ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით.

5. მხარეთა უფლება-მოვალეობები

5.1. მომხმარებელი ვალდებულია:

5.1.1.

პლატფორმაზე რეგისტრაციისას მიუთითოს სწორი, უტყუარი და ამომწურავი ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ გააუქმოს მომხმარებლის ანგარიში ან/და შეუზღუდოს მომხმარებელს მომხმარებლის ანგარიშზე წვდომა.

5.1.2.

დაიცვას მომხმარებლის ანგარიშის სახელისა და პაროლის უსაფრთხოება და არ გადასცეს ის არაუფულებამოსილ პირებს.

5.1.3.

არ შექმნას ყალბი ანგარიში ან/და არ გამოიყენოს მესამე პირის პერსონალური მონაცემები ანგარიშის შექმნისას ან/და პლატფორმაზე რეგისტრაციისას.

5.1.4.

პლატფორმით სარგებლობისას დაიცვას ბიზნეს ეთიკა, არ მიაყენოს შეურაცხყოფა სხვა მომხმარებელს ან/და ნებისმიერი მესამე პირს, არ გაავრცელოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სხვა ნებისმიერი პირის პერსონალურ მონაცემებს, პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას ან/და სხვა სახის სენსიტიურ ინფორმაციას, სრულად დაიცვას კანონმდებლობა.

6. განცხადებები და გარანტიები

6.1. თითოეული მხარე აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ:

6.1.1.

აქვს/ექნება სრული უფლებამოსილება დადოს წესები და პირობები.

6.1.2.

გააჩნია ყველა აუცილებელი ლიცენზია, თანხმობა და ნებართვა, რაც აუცილებელია წესებით და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისთვის, მათ შორის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).

6.1.3.

წესებით და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას დაიცავს კანონმდებლობას, გამოიჩენს კეთილსინდისიერებასა და გონივრულ მზრუნველობას.

6.1.4.

არ გააკეთებს რაიმე სახის ყალბ, შეცდომაში შემყვან, პატივისა და ღირსების შემლახავ განცხადებას სხვა მომხმარებელთან ან/და კომპანიასთან ან/და ნებისმიერ პირთან დაკავშირებით ან/და მათ მიმართ.

6.2. მომხმარებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ:

6.2.1.

პერსონალური ანგარიშის შექმნისას/რეგისტრაციისას მას შესრულებული აქვს 16 (თექვსმეტი) წელი.

6.2.2.

პლატფორმაზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, წარმოადგენს ზუსტ, უტყუარ და სწორ ინფორმაციას/დოკუმენტს და მისთვის ცნობილია, რომ ყალბი დოკუმენტის წარდგენა დასჯადია კანონმდებლობის შესაბამისად.

6.2.3.

პლატფორმაზე არ ატვირთვას შეუსაბამოდ დიდი ზომის ფაილებს ან/და ინფორმაციას, რომელიც გამოიწვევს პლატფორმის გადატვირთვას ან/და ფუნქციონირების შეფერხებას/შეწყვეტას ან/და პლატფორმის ნებისმიერი ფორმით დაზიანებას.

6.2.4.

არ გამოიყენებს ინფორმაციის დამუშავების/მოპოვების/შეგროვების ავტომატურ-ტექნიკურ მეთოდებს, რომელიც საშუალებას იძლევა პლატფორმიდან ერთდროულად ავტომატურ რეჟიმში მოპოვებულ იქნას შეუსაბამოდ დიდი მოცულობის ინფორმაცია ან/და პერსონალური მონაცემები.

6.2.5.

ისარგებლებს პლატფორმით მხოლოდ წესებისა და პირობების ან/და კომპანიის მიერ პერიოდულად პლატფორმის მეშვეობით დადგენილი წესების/მითითებების შესაბამისად და პლატფორმის მეშვეობით მოპოვებულ ინფორმაციას/მონაცემებს გამოიყენებს მხოლოდ წესებითა და პირობებით ნებადართული მიზნით.

6.2.6.

კომპანიის მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს პლატფორმიდან მოპოვებული ნებისმიერი დოკუმენტის/ინფორმაციის, მათ შორის პერსონალური ინფორმაციის განადგურებას/წაშლას.

6.3.

მომხმარებელისთვის ცნობილია, რომ წინამდებარე განცხადებებისა და გარანტიების დარღვევა წარმოადგენს უხეშ დარღვევას და დარღვევიდან გამომდინარე ნებისმიერ ზიან (ზარალზე), მათ შორის ნებისმიერი პირის მოთხოვნასა ან/და პრეტენზიაზე სრულად პასუხისმგებელია მომხმარებელი.

7. ინტელექტუალური საკუთრება

7.1.

მომხმარებელი არ არის უფლებამოსილი რაიმე სახით, ფორმით ან/და საშუალებით შეცვალოს ან გადაწეროს პლატფორმა ან/და შექმნას პლატფორმის მსგავსი ან იდენტური პროდუქტი, პლატფორმა, პროგრამა, კოდი.

7.2.

თითოეული მხარე სრულად ინარჩუნებს საკუთრების უფლებას ინტელექტუალურ საკუთრებაზე, რომელიც მეორე მხარისათვის გადაცემულია ან/და შექმნილია წინამდებარე წესების და პირობების ფარგლებში.

7.3.

მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაცია ან/და საგანმანათლებლო პროგრამა (მათ შორის სილაბუსი) წარმოადგენს მომხმარებლის ინტელექტუალურ საკუთრებას. მომხმარებელი კომპანიას ანიჭებს არაექსკლუზიურ ლიცენზიას გაავრცელოს, გამოიყენოს, გადასცეს, გახადოს საჯაროდ ხელმისაწვდომი აღნიშნული ინფორმაცია პლატფორმის ნებისმიერი ვიზიტორისა თუ მომხმარებლისათვის, შესაბამისი მომხმარებლის დამატებითი თანხმობის, კომპენსაციისა თუ შეტყობინების გარეშე.

7.4.

მომხმარებელი უფლებამოსილია შესაბამისი ინფორმაციის, პროგრამის პლატფორმიდან წაშლით ან/და მომხმარებლის ანგარიშის წაშლით/დახურვით შეწყვიტოს წინამდებარე მუხლის საფუძველზე კომპანიისათვის გადაცემული ლიცენზია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი ინფორმაცია/პროგრამის მასალა გადაცემულია/გაზიარებულია მესამე პირებისათვის და მათ დააკოპირეს, გააზიარეს ან/და შეინახეს ასეთი ინფორმაცია/მასალა.

8. კონფიდენციალურობა

8.1.

მხარეები კისრულობენ ვალდებულებას დაიცვან ერთმანეთისათვის გადაცემული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. თითოეული მხარე კონფიდენციალურ ინფორმაციას გამოიყენებს მხოლოდ საკუთარი უფლებების განხორციელების ან/და წესების და პირობების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით. წესებისა და პირობების შესაბამისად, არც ერთი მხარე არ არის უფლებამოსილი გაამჟღავნოს კონფიდენციალური ინფორმაცია.

8.2. კონფიდენციალურობის ვალდებულება არ ვრცელდება:

8.2.1.

პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებლების მიერ განთავსებულ განცხადებებთან, ვაკანსიებთან, საგანმანათლებლო პროგრამებთან ან/და ჩამოთვლილთან დაკავშირებით მომხმარებლების მიერ გამოხატულ ინტერესთან დაკავშირებულ სტატისტიკაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

8.2.2.

ინფორმაციაზე, რომელიც:

8.2.2.1.

გავრცელებულია საჯარო წყაროებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მოხდა წესებისა და პირობების დარღვევის შედეგად);

8.2.2.2.

ინფორმაციის მიმღები მხარის მიერ მოპოვებულია მეორე მხარისაგან დამოუკიდებლად;

8.2.2.3.

მჟღავნდება შესაბამისი კანონმდებლობის ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების ან/და მითითების შესასრულებლად.

8.3.

წინამდებარე მუხლი მოქმედებს წესების და პირობების მოქმედების განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან 5 (ხუთი) წლის ვადით.

9. პერსონალური მონაცემების დაცვა

9.1.

პლატფორმაზე რეგისტრაციის მიზნებისათვის ფიზიკური პირი მომხმარებელი შესაბამის სარეგისტრაციო გვერდზე უთითებს შემდეგ პერსონალურ მონაცემებს: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, საკონტაქტო ელ. ფოსტის მისამართი, დაბადების თარიღი და სქესი, გარდა აღნიშნულისა პერსონალურ ანგარიშზე მომხმარებელი უფლებამოსილია განათავსოს/ატვირთოს სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, რომელიც ასევე შესაძლებელია შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.

9.2.

კომპანია ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს მონაცემთა სუბიექტის (მომხმარებლის) თანხმობისა და მასთან დადებული გარიგების (მომსახურების გაწევის) შესრულების საფუძველზე, წინამდებარე წესებისა და პირობების ფარგლებში, პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლისათვის შესაბამისი მომსახურების გაწევის მიზნით და ამავე მიზნით გადასცემს პერსონალურ მონაცემებს პლატფორმაზე რეგისტრირებულ სხვა მომხმარებლებს. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური ანგარიში ან/და პერსონალურ ანგარიშზე ატვირთული/განთავსებული ნებისმიერი დოკუმენტი შეიცავს ნებისმიერი მესამე პირის პერსონალურ მონაცემებს, მომხმარებელი ვალდებულია მოიპოვოს აღნიშნული მონაცემთა სუბიექტის თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და კომპანიისათვის ან/და სხვა მომხმარებლისათვის გადაცემის თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მესამე პირის პრეტენზიაზე ან/და მოთხოვნაზე სრულად პასუხისმგებელია აღნიშნული მომხმარებელი.

9.3.

კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ასევე გამოიყენოს და დაამუშაოს პლატფორმის ფუნქციონირებისა და განვითარების, მარკეტინგული, კომერციული და კანონით ნებადართული სხვა მიზნებით.

9.4.

მომხმარებელი ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია, რომ მომხმარებლის ანგარიშზე CV-ის და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განთავსების/ატვირთვის შემთხვევაში, აღნიშნული CV და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია შენახულ იქნება პლატფორმაზე და მათზე ბიზნეს ანგარიში წვდომას მოიპოვებს შემდეგ შემთხვევებში:

9.4.1.

ბიზნეს ანგარიში მომხმარებელს პლატფორმის მეშვეობით მიმართავს CV-ის გაზიარებაზე და ეს უკანასკნელი გაუზიარებს CV-ის შესაბამის ბიზნეს ანგარიშს;

9.4.2.

მომხმარებელი გაგზავნის CV-ის ბიზნეს ანგარიშის მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე პლატფორმის მეშვეობით.

9.5.

ბიზნეს ანგარიში ვალდებულია გამოიყენოს და დაამუშაოს მომხმარებლის მიერ გაზიარებული CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები მხოლოდ წესებისა და პირობებით დადგენილი მიზნით და პერსონალური მონაცემების დაცვის რეგულაციის სრული დაცვით. ბიზნეს ანგარიშის მიერ CV-ის და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების წესებისა და პირობებისაგან განსხავევებული მიზნით დამუშავების ან/და პერსონალური მონაცემთა დაცვის რეგულაციათა დარღვევით დამუშავებაზე სრულად პასუხისმგებელია ბიზნეს ანგარიში და კომპანიის რაიმე სახის პასუხისმგებლობა სრულად გამოირიცხება.

9.6.

მონაცემთა სუბიექტი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოს პლატფორმაზე განთავსებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემის (მათ შორის CV-ს) გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, ასევე ნებისმიერ დროს გამოითხოვოს მის მიერ გაცემული თანხმობა მონაცემთა დამუშავებაზე, რაც არ ახდენს გავლენას თანხმობის გამოთხოვამდე განხორციელებული დამუშავების კანონიერებაზე.


9.7.

კომპანია უზრუნველყოფს მასთან არსებული (მის სერვერზე) პერსონალური მონაცემების შენახვას მომხმარებლის რეგისტრაციის პერიოდში, ასევე ანგარიშის გაუქმებიდან ან ბოლო აქტივობიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში (კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზნებისთვის), რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება/განადგურდება, ან განხორციელდება მათი დეპერსონალიზაცია. კომპანია ასევე უზრუნველყოფს მონაცემთა წაშლას/განადგურებას მომხმარებლის მოთხოვნისამებრ, გონივრულ ვადაში. თუმცა, კომპანია არ აგებს პასუხს იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემები გადაწერილია, დაკოპირებულია, შენახულია სხვა მომხმარებლის მიერ პერსონალური მონაცემების სუბიექტის მიერ პლატფორმით სარგებლობის შედეგად (მაგ: ვაკანსიაზე ან/და საგანმანათლებლო პროგრამაზე ინტერესის გამოხატვის შედეგად, რის გამოც მონაცემები გადაეცა მესამე პირს - დამსაქმებელს).

9.8.

მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს კომპანიის წესებისა და პირობების ფარგლებში გადაცემული მომხმარებლის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება და დაამუშაოს აღნიშნული პერსონალური მონაცემები მხოლოდ მონაცემთა დაცვის რეგულაციით გათვალისწინებული წესით, მიზნითა და ფარგლებში, ასევე უზრუნველყოს კომპანიის მოთხოვნისთანავე შესაბამისი პერსონალური მონაცემების წაშლა/განადგურება/დამუშავების შეწყვეტა.

### 9.9. მომხმარებელი უფლებამოსილია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული პრეტენზიით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (მისამართი: ქ. თბილისი, ვაჩნაძის ქ. №7; ტელ: 242 1000) ან სასამართლოს, თუ მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დაირღვა.

10. მხარეთა პასუხისმგებლობა

10.1.

მხარეები კისრულობენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს განზრახ მიყენებული ზიანი (ზარალი).

10.2.

ფორს-მაჟორის მოქმედების განმავლობაში არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს წესებითა და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

10.3.

მხარე, რომელსაც დაუდგა ფორს-მაჟორი, ვალდებულია გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, აცნობოს მეორე მხარეს შესაბამისი ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის და მისი/მათი სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს უფლებას დაეყრდნოს ფორს-მაჟორის არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს.

10.4.

შეტყობინებაში მითითებული ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ი, თუ ისინი არ წარმოადგენენ საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტებს (გარემოებებს) ან მეორე მხარეს ეჭვი შეაქვს მათ ნამდვილობაში, შესაბამისი მხარის მიერ ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის თაობაზე ცნობის მიღებიდან ან შესაბამისი მხარის მიერ ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის არსებობაზე ეჭვის გამოთქმის თაობაზე შეტყობინების მეორე მხარისათვის გაგზავნიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის არსებობა უნდა დადასტურდეს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

10.5.

თუ ფორს-მაჟორის მოქმედება, შესაბამისი მხარის მიერ ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის თაობაზე ცნობის ან ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის არსებობის დადასტურების თაობაზე სათანადო ორგანოს დასკვნის მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტ ხანს გრძელდება, აღნიშნული 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღიანი ვადის გასვლიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარულ დღის ვადაში მხარეები დამატებით შეთანხმდებიან წესებისა და პირობების ბედზე.

10.6.

წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის ფორს-მაჟორია: სტიქიური კატასტროფა, ხანძარი, ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა, მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლა, პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანება, საომარი მოქმედება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და მხარისათვის გადაულახავი და მისი კონტროლისაგან დამოუკიდებელი სხვა გარემოებები, რომლებიც:
ა) არ არის დაკავშირებული მხარის შეცდომებსა და დაუდევრობასთან,
ბ) დაიწყო ან განვითარდა წესებისა და პირობების ძალაში შესვლის შემდეგ და
გ) პირდაპირ და უშუალო ზეგავლენას ახდენს წესებითა და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან/და ჯეროვნად შესრულებაზე.

11. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

11.1.

კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის ნებისმიერი ქმედებიდან/უმოქმედობიდან გამომდინარე ნებისმიერი პირისათვის მიყენებულ ზიან/ზარალზე ან/და სხვა სახის პასუხისმგებლობაზე.

11.2.

კომპანია პასუხს არ აგებს პლატფორმის გათიშვის, ხარვეზით ფუნქციონირების ან/და სხვა მსგავს შემთხვევაში.

11.3.

პლატფორმაზე განთავსებულ/ატვირთულ ნებისმიერ ინფორმაციაზე/დოკუმენტზე სრულად პასუხისმგებელია შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტის განმათავსებელი მომხმარებელი, მათ შორის ნებისმიერი მესამე პირის პრეტენზიაზე ან/და მოთხოვნაზე ან/და ნებისმიერი მესამე პირის მიერ დაკისრებულ პასუხისმგებლობაზე, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტი შეიცავს მესამე პირის პერსონალურ მონაცემებს ან/და წარმოადგენს ინტელექტუალურ საკუთრებას.

11.4.

კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებლის ან/და მომხმარებლის ანგარიშის უშუალო მფლობელის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციაზე ან/და ნებისმიერი ბიზნეს ანგარიშის მიერ განთავსებული ნებისმიერი განცხადების/პროგრამის (მათ შორის ვაკანსიის) ნამდვილობის ან/და უტყუარობის თაობაზე.

11.5.

პლატფორმა არ წარმოადგენს რომელიმე მომხმარებლის (მათ შორის დამსაქმებლის, პროგრამის ან/და პოტენციური დასაქმებულის) რეკომენდატორს ან/და შემფასებელს და შესაბამისად არც ერთ შემთხვევაში პლატფორმის მეშვეობით გავრცელებული/მიწოდებული ინფორმაცია არ უნდა ჩაითვალოს კომპანიის მიერ რომელიმე მომხმარებლისათვის უპირატესობის მინიჭებად ან/და რეკომენდაციად.

11.6.

მომხმარებლებს შორის ნებისმიერი ურთიერთობის დამყარება სრულად წარმოადგენს შესაბამისი მომხმარებელების დისკრეციას და აღნიშნულიდან გამომდინარე კომპანიის რაიმე სახის პასუხისმგებლობა გამორიცხულია.

12. წესებისა და პირობების მოქმედება და შეწყვეტა

12.1.

წინამდებარე წესები და პირობები მოქმედებს მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე რეგისტრაციისა და მასზე დათანხმების მომენტიდან და ძალაშია მომხმარებლის მიერ ანგარიშის გაუქმება/წაშლამდე ან/და განგრძობადი ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.

12.2.

მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ წაშალოს/გააუქმოს პლატფორმაზე რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიში. ბიზნეს ანგარიშის მიერ პაკეტის მოქმედების ვადის განმავლობაში პაკეტის გამოწერის გაუქმების შემთხვევაში, გადახდილი საფასური არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას..

12.3.

კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, გააუქმოს/წაშალოს ნებისმიერი მომხმარებლის ანგარიში. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია მიიღებს ბიზნეს ანგარიშის გაუქმების გადაწყვეტილებას პაკეტის მოქმედების ვადის განმავლობაში, კომპანია ანგარიშის დახურვიდან/გაუქმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს პაკეტის მოქმედების დარჩენილ პერიოდზე პაკეტის საფასურის ბიზნეს ანგარიშისათვის უკან დაბრუნებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომპანია მომხმარებლის ანგარიშს აუქმებს ბიზნეს ანგარიშის მიერ წესებისა და პირობების ან/და კომპანიის ნებისმიერი პოლიტიკის/რეგულაციის სრულად და ჯეროვნად შეუსრულებლობიდან გამომდინარე.

13. კომუნიკაცია

13.1.

წესებისა და პირობების ფარგლებში ნებისმიერი კომუნიკაცია წარმოებს პლატფორმის მეშვეობით.

14. ზოგადი პირობები

14.1.

კომპანია უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს, მომხმარებლის თანხმობის გარეშე, ცალმხრივად შეიტანოს ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება წესებსა და პირობებში, პლატფორმაზე შესაბამისი შეტყობინების განთავსების გზით. ამასთან, მომხმარებელი თავადაა პასუხისმგებელი განხორციელებული ცვლილებების და დამატებების გაცნობის თაობაზე. ცვლილება ან/და დამატება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების მეორე დღიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განხორციელებული ცვლილება ან/და დამატება აუარესებს მომხმარებლის მდგომარეობას, რა შემთხვევაშიც ცვლილება ან/და დამატება ძალაში შევა მისი გამოქვეყნებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში.

14.2.

წესებისა და პირობების რომელიმე ნორმის ბათილობა არ იწვევს წესებისა და პირობების ბათილობას და წესებისა და პირობების დარჩენილი ნორმები შეუზღუდავად აგრძელებს მოქმედებას. წესებისა და პირობების რომელიმე პუნქტის ბათილობის შემთხვევაში მხარეები ეცდებიან, რომ კეთილსინდისიერად შეთანხმდნენ ალტერნატიულ პირობებზე, რომლითაც იქნება მიღწეული მხარეთა იურიდიული და ბიზნეს ინტერესები.

14.3.

მხარეები ადასტურებენ, რომ წესებისა და პირობების შინაარსი ზუსტად გამოხატავს მხარეთა ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან.

14.4.

ერთ-ერთი მხარის მხრიდან წესებისა და პირობების ან/და კანონმდებლობის სრულად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება წესებისა და პირობების ან/და კანონმდებლობის ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე.

14.5.

წესებსა და პირობებში მხოლობით რიცხვში გამოყენებული სიტყვები გულისხმობს მრავლობითს და პირიქით, კონტექსტის შესაბამისად.

14.6.

წესებისა და პირობების მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს წესებისა და პირობების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.

14.7.

წესებსა და პირობებში გამუქებული ტექსტი მოყვანილია განმარტებულ ტერმინთა გამოსაყოფად, მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს წესებისა და პირობების ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.

14.8.

მომხმარებელი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ თუ ის მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენელს აქვს/ექნება სრული უფლება, რომ მომხმარებლის სახელით აიღოს ვალდებულებები. მომხმარებელი პასუხისმგებელია წარმომადგენლის ნებისმიერ ქმედებაზე თუ აღებულ ვალდებულებაზე, მათ შორის თანხის ხელშეკრულების ფარგლებში თანხის გადახდაზე.

14.9.

მომხმარებლის ნებისმიერი წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტა არ იწვევს წესებისა და პირობების შეწყვეტას.

14.10.

შემხვედრი მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში კომპანია უფლებამოსილია მოთხოვნები დაიკმაყოფილოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით.

14.11.

წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ნებისმიერ დავას მხარეები განიხილავენ მოლაპარაკების გზით, დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, დავის განსახილველად მხარეები მიმართავენ საქართველოს სასამართლოს.

All Rights Reserved © 2022 by Sfero INC