Please sign in to follow
To save the job, please log in

Pages

Add page

ვერ მოიძებნა

Gino Paradise

Entertainment

ჯინო ფერედაისი აღმოსავლეთ ევროპაში პირველი გრანდიოზული აკვაპარკია, რომელიც დამსვენებლებს ხარისხიან, კომფორტულ და მეგობრულ გარემოს სთავაზობს. სპორტულ - გამაჯანსაღებელი, გასართობი და დასასვენებელი კომპლექსი უფროსებს და ბავშვებს წელიწადის ყველა დროს მზიან, საზაფხულო განწყობას ჰპირდება. უკვე 5 წელია წლიდან წლამდე ვიზრდებით, ვახლდებით და ვიმატებთ სხვადასხვა აუზებს, ბარ-რესტორნებსა და ვიმეგობრებთ ოჯახებზე მზრუნველ კომპანიებს. ზამთარში დახურული აუზით სარგებლობისა სარასდროს შეგცივდება, ზაფხულში კი ღია ზონების აუზებში გაგრილდები! დიდი, სარელაქსაციო აუზები, ბავშვთა წყლის პარკი ჩანჩქერით, რეგიონში ყველაზე მაღალი და სწრაფი 31 მეტრიანი ტობოგანი 6 სხვადასხვა სასრიალოთი და სხვა ატრაქციონები ჯინოში არასდროს მოგაწყენს, ექსტრემის მოყვარულებს განსაკუთრებით! მაქსიმალური რელაქსაციისთვის ჯინო გთავაზობთ ტალღოვან აუზს, მარილიანი და მტკნარი წყლი სვირპულებს და კიდევ უამრავ ატრაქციას. ფიტნეს და სპორტულ აქტივობებსაც ნუ დავივიწყებთ: თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ფიტნეს დარბაზი, ცურვის აკადემია - სადაც ცურვას ჩემპიონები ასწავლიან და აკვააერობიკა სხეულის სასურველი ფორმების და მხიარული ვარჯიშისთვის. ჩვენთან ხშირად ტარდება სასკოლო ექსკურსიები, პატარები კი ჩვენი საუკეთესო სტუმრები არიან. ჯინოში შექმნილი თბილი და კომფორტული ატმოსფერო საშუალებას გაძლევს, რომ ყოველი დღე დაუვიწყარი გახადო, ამისთვის კი მხოლოდ ჩვენთან მოსვლა გჭირდება! დასვენება, გართობა, ვარჯიში და ექსკურსია - ჯინოში ყველაფერი უკეთესია!

Home Jobs Employees
Leave your CV

All Rights Reserved © 2022 by Sfero INC