Please sign in to follow
To save the job, please log in

Pages

Add page

ვერ მოიძებნა

ბიბლუსი

Retail trade

წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ დაარსდა 2008 წლის 23 მაისს. ყველაფერი კი 11 წლის წინ, 2008 წელს ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე. ალბათ მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა მაღაზია წიგნის ყველაზე დიდ ქსელად იქცეოდა საქართველოში. მაშინ წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო, არც მასშტაბური წიგნის მაღაზიები არსებობდა. მაგრამ იოსებიძის ქუჩაზე არსებულმა პატარა, მყუდრო მაღაზიამ იმდენად ბევრი მკითხველი შემოიკრიბა გარშემო და მოთხოვნა გააჩინა წიგნებზე, რომ მალე ქალაქში „ბიბლუსის“ მეორე მაღაზიაც გაჩნდა, მას მოჰყვა მესამე, მეოთხე და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. კომპანიის არსებობის 12 წლის მანძილზე, ჩვენ შევძელით შეგვექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით. დღეისათვის, ბიბლუსი აერთიანებს 60 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით. „ბიბლუსი“ არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი მიზანი აერთიანებს – გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა.

Home Jobs Employees
Leave your CV

About

25/07/2022
28 followers
1 employees

All Rights Reserved © 2022 by Sfero INC