Please sign in to follow
To save the job, please log in

Pages

Add page

ვერ მოიძებნა

HR Hub

Other

HR hub – ის ორგანიზებით, 1o დეკემბრს თბილისში, სასტუმრო რუმსის გარდელ ჰოლში, 14:00 – 18:00 სთ-ებში კარიერის მასშტაბური საახალწლო ფესტივალი გაიმართება. დაარეგისტრირეთ კომპანია თქვენც და გააცანით ვაკანსიები და კარიერული შესაძლებლობები კანდიდატებს: www.hrhub.ge ფესტივალი შედგება რამდენიმე ნაწილისგან: 1. დამსაქმებლების ბრენდების გამოფენა. კანდიდატების შეხვედრა დამსაქმებლებთან, გასაუბრება, მათთვის კომპანიაში კარიერული განვითარების შესაძლებლობების გაცნობა და დასაქმება; 2. შეხვედრა ქოუჩებთან და კარიერული კონსულტაციები; 3. სხვადასხვა სფეროს წარმატებული ადამიანების გამოსვლა მთავარ სცენაზე და გამოცდილების გაზიარება. ტრენინგები, ვორქშოპები, მასტერკლასები; 4. გათამაშება; 5. კანდიდატების რჩეული დამსაქმებლების გამოვლენა. კარიერის ფესტივალის მიზანია კომპანიებს დავეხმაროთ კანდიდატების მოზიდვაში, რადგან მიმდინარე პერიოდი ყველაზე რთულია დამსაქმებლებისთვის. ამ დროისთვის კარიერის ფესტივალში მონაწილეობას უკვე 50 კომპანია იღებს. ძალიან გვიხარია, რომ ახალ წელს ახალი სამსახური და კარიერული შესაძლებლობები ბევრ კანდიდატს ელის ... #Careerfest #კარიერისფესტივალი #დასაქმება #ვაკანსიები #გასაუბრება

Home Jobs Employees

All Rights Reserved © 2022 by Sfero INC