in

ინტერნეტში რუსი ბლოგერის მიერ ოჩამჩირეში გადაღებული უმძიმესი კადრები გავრცელდა

რუსი ბლოგერი სახელად “usolt”ინტერნეტში ოჩამჩირის და სოხუმის ფოტოებს ავრცელებს

რუსი ბლოგერი თავის პირად გვერდზე ოჩამჩირესა და სოხუმში მოგზაურობის ამსახველ ფოტომასალას აქვეყნებს სათაურით : “როგორ ცხოვრობენ დღეს აფხაზები”. ძალიან მტკივნეულია ამ ფოტოების ნახვაც და გამოქვეყნებაც, თუმცა აუცილებელია ყველას ახსოვდეს რა მდგომარეობაშია დღეს ეს ქალაქები. ასევე გთავაზობთ ავტორის კომენტარებს ყოველ სურათზე

ოჩამჩირის ერთერთი ქუჩა, რომელზეც შენობების უმეტესობა მიტოვებული და დანგრეულია

ავტორი აფხაზების უდარდელობით გაოცებულია და აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ასე დაჟანგულ, მიტოვებულ, ხავსმოკიდებულ ქალაქში ყველა უდარდელი და უპრეტენზიო იყოს

ისეთი განცდაა თითქოს რაც გარშემოა მათ არ ეხებათ

Загрузка...

ტიპიური სანახაობა შენობის ნაწილი მოწესრიგებული და მოვლილია, ნაწილი კი ჩამონგრეული და მიტოვებული. რაც მთავარია ლამპიონები ადგილეზეა და ალამაზებს ხედს…

ოჩამჩირე მოჩვენებათა ქალაქს გავს, ყველაფერი მოუვლელი, მოუწესრიგებელი, ჩაჟამული და წაქცეულია


“საშიში” ადამიანები სოციალური ქსელიდან

დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე საშიში გარეგნობის მქონე ცხოველები (17ფოტო)