in

იცით თუ არა ეს ფაქტები ლეგენდარული ჯგუფი The Beatles შესახებ?

ისტორიული ფაქტები, The Beatles ბიოგრაფია

The Beatles 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ გუფი ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან. დღემდე იგი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება.  ოთხეულში 1962 წლიდან შედიოდნენ: ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი , ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი. დაიწყო რა სკიფლით, ბიტით და 1950-იანი წლების როკ-ენ-როლით, ჯგუფმა საკუთარი მუსიკა მოგვიანებით აქცია ექსპერიმენტებად პოპულარული ჟანრის ბალადებთან ფსიქოდელიურ და მძიმე როკამდე, რასაც ნოვატორული სახით ერწყმოდა ხოლმე კლასიკური მუსიკა. ბითლზი სოციალური და კულტურული რევოლუციების საფუძვლად იქცა.

1960-იანი წლების დასაწყისში მუსიკოსებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს ლივერპულისა და ჰამბურგის ღამის კლუბებში. 1961 წელს სეტკლიფმა დატოვა კოლექტივი. შემდეგ წელს ბესტი რინგო სტარმა შეცვალა. კოლექტივის მენეჯერი გახდა ბრაიან ეპსტაინი, მუსიკალური მაღაზიის მფლობელი, ხოლო ალბომების პროდიუსერი — ჯორჯ მარტინი. მათი მხარდაჭერით ჯგუფმა 1962 წელს მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას სინგლით ”LoveMe Do”. შემდეგ წელს მათ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვეს და 1966 წლამდე, ალბომების ჩაწერის პარალელურად, აქტიურ საკონცერტო ტურებს მართავდნენ. 1966 წლის შემდეგ მათ, 1970 წლამდე შეწყვიტეს ყველა სახის ცოცხალი გამოსვლები. ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა 1970 წელს. მისმა ყოველმა წევრმა დრო საკუთარ სოლო-კარიერას დაუთმო. ჯონ ლენონი მოკლული იქნა ნიუ-იორკში, 1980 წელს. ჰარისონი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა 2001 წელს. ამჟამად მაკ-კარტნი და სტარი კვლავ აქტიური მუსიკოსები არიან და ზრუნავენ როგორც საკუთარ მუსიკალურ კარიერაზე, ასევე ბითლზთან დაკავშირებულ პროექტებზე.

Загрузка...

ნიკო ნიკოლაძის საინტერესო ცხოვრება

საინტერესო ფაქტები მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან