in

იცით თუ არა რომ კონსტანტინე გამსახურდია…

საინტერესო ფაქტები კონსტანტინე გამსახურდიას შესახებ

კონსტანტინე გამსახურდიას რთული ბიოგრაფია ჰქონდა. მან იცხოვრა ისეთ პერიოდში, რომელიც მძიმე გამოცდა იყო ყოველი მოქალაქისთვის და მით უმეტეს, ისეთი შემოქმედისთვის, პატრიოტულ-ეროვნულ იდეალებს რომ ემსახურებოდა. რევოლუციების ხანა, პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი, ბოლშევიკური ტირანია… ამ წლებში მოუხდა კონსტანტინე გამსახურდიას თავისი რომანების, ნოველებისა და ესეების წერა. მწერლის პროტესტი იყო, ალბათ, მისი პატიმრობებისა და დევნის მთავარი მიზეზი.

უფრო დაწვრილებით ამ მიზეზებსა და შედეგებზე ჩვენი რესპონდენტი ფილოლოგი, პროფესორი სოსო სიგუა გვესაუბრება.

პირველად კონსტანტინე გამსახურდია დააპატიმრეს 1914 წელს გერმანიაში. რა იყო მისი დაპატიმრების მიზეზი?

– როგორც მოგეხსენებათ, პირველი მსოფლიო ომი დაიწყო 1914 წელს. ამ დროს კონსტანტინე გამსახურდია სწავლობდა მიუნხენის უნივერსიტეტში და ცხოვრობდა გერმანიაში თავის მეუღლესთან, რებეკა ვაშაძესთან ერთად. დააპატიმრეს ორივე, იმიტომ რომ იყვნენ რუსეთის მოქალაქეები. ამ დროს კი, რუსეთთან ომი ჰქონდა გერმანიას და რუსეთის ყველა მოქალაქე კანონგარეშედ გამოცხადდა. ყველაფერს ართულებდა კიდევ ერთი ფაქტი – ცნობილია, რომ გერმანიაში ანტისემიტიზმი ყოველთვის შეიმჩნეოდა. ამ ფონზე რებეკას სახელი და მით უმეტეს, მამის სახელი ისაია, გერმანელებმა მიიღეს ებრაელების სახელად. არადა, ისაია, მღვდელი გახლდათ და არც მას და არც მისი ქალიშვილის სახელს არაფერი კავშირი არ ჰქონდა ებრაელობასთან. კონსტანტინე გამსახურდია მოათავსეს ტრაუნშტაინის საკონცენტრაციო ბანაკში, ხოლო რებეკამ მიიღო სამშობლოდან საბუთები, რომ ის არის მღვდლის ქალიშვილი, ქრისტიანი, მართლმადიდებელი და დააბრუნეს რუსეთის იმპერიაში. 6 თვის შემდეგ კონსტანტინე გამოუშვეს. ის დარჩა გერმანიაში და რამდენიმე წელი იქ ცხოვრობდა. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში გერმანიის საელჩოშიც მუშაობდა.

Загрузка...

მხოლოდ ყველაზე დაკვირვებულ ადამიანს შეუძლია იპოვოს სხვაობა სურათებს შორის (9 ფოტო)

ილია ჭავჭავაძის უკვდავი გამონათქვამები