in

იცოდით, რომ ამ გამონათქვამების ავტორი ზვიად გამსახურდია იყო?

ზვიად გამსახურდიას ბრძნული გამონათქვამები

1)“ეროვნება არა აქვს ცხოველს”

2)“ჩვენი წინაპრებისათვის ზნეობრივი განმართლების და განღმრთობის გზა იყო მთავარი და არა პიროვნული, ამსოფლიური ბედნიერება”.

3)“დიახ, წმინდანი იყო მუდამ იდეალი ჩვენი წინაპრების და ჩვენთვისაც უნდა დარჩეს იდეალად, თუ გვსურს ჩვენი ეროვნული და კულტურული არსებობის შენარჩუნება დღეს, ოკეანის პირისპირ, რომელიც ნთქავს ყოველგვარ ეროვნულ კოლორიტსა და ნიუანსებს. ის ერი კი, რომელიც დაკარგავს რწმენას და კულტურულ უპირატესობას ვერ შეინარჩუნებს მომხდურზე, უთუოდ დამარცხდება”.

4)“დიახ, დიდი კულტურულ-ისტორიული მისიის მეურვეა ის ერი, რომელმაც შექმნა “ვეფხისტყაოსანი”, დავით გარეჯის, ბერთუბნის, ყინწვისის, გელათის ფრესკები; დიდებული ხუროთმოძღვრება და მწერლობა”.

5)“თუ გსურს ერი, ან ადამიანი გახრწნა და გადააგვარო, მას არა მხოლოდ უნდა დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. თავისი ჭეშმარიტი გმირები ბოროტმოქმედებად და უნიათო კაცუნებად უნდა დაუსახო, მედროვენი და მოღალატენი კი-გმირებად”.

Загрузка...

რა დაანათლა იმპერატორმა ალექსანდრე ჭავჭავაძეს

ნიკო ნიკოლაძის საინტერესო ცხოვრება