გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

EMTOP-ის ბრენდ-კონსულტანტი

გორგია • GORGIA სტანდარტული ადგილზე
კონკურენტული
გამოცდილების გარეშე
სრული
30 Sep - 30 Oct
ბაკალავრი
ინგლისური, ქართული
658
0

ამიერკავკასიაში პირველი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „გორგია“ აცხადებს ვაკანსიას EMTOP-ის ბრენდ-კონსულტანტის პოზიციაზე დიდუბის ფილიალებში.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირებს და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, მარნეულსა და ლილოში.

კომპანიისთვის მთავარი ღირებულებაა ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

კომპანია უზრუნველყოფს სტაბილურ, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ, საინტერესო და დინამიურ სამუშაო გარემოს.

ფუნქცია- მოვალეობები:

  • ჩაბარებული ბრენდის ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კუთხით;
  • პროდუქციის შესახებ შესაბამისი ტრენინგების გავლა და სამომავლოდ თავად ჩატარება;
  • პროდუქციის თაროებზე განთავსება დადგენილი მერჩენდაიზინგის სტანდარტის შესაბამისად;
  • პროდუქციის ეფექტურად წარმოჩენა, ჯვარედინი განლაგება შოურუმის სხვადასხვა სექციაში.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია გაყიდვების მიმართულების გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პუნქტუალური;
  • კომუნიკაბელური;
  • ენერგიული;
  • მიზანდასახული;
  • მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით აღნიშნულ მეილზე: recruit@gorgia.ge , სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/



გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ