გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი

ვიანი სტანდარტული ადგილზე
კონკურენტული
დამწყები
სრული
23 Aug - 23 Sep
საშუალო განათლება
ქართული
242
4

სს „ვიანი“ აცხადებს ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში
სს „ვიანი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში

სამუშაოს ადგილმდებარეობა: კავკასიის მედიცინის ცენტრი, ქავთარაძის #23
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:
 საინფორმაციო-ტექნოლოგიური ხასიათის ინციდენტებზე (ხარვეზებზე) დროული რეაგირება, ხარვეზების აღრიცხვა,
კონტროლი, მონიტორინგი;
 კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა;
 პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხ.) ინსტალაცია, გამართვა;
 სხვადასხვა პროგრამული პაკეტების ინსტალაცია შესაბამისი პოლიტიკის დაცვით;
 კომპანიის მიერ შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება;
 კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
 შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება;
 უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა,
რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 სავალდებულო საშუალო განათლება;
 სასურველია უმაღლესი განათლება;
 მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
 სასურველია დიდ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
 Microsoft Windows ოპერაციული სისტემების (7,10) ცოდნა;
 Microsoft კლიენტ აპლიკაციების Office 2013, 2016 ცოდნა;
 დისტანციური დახმარების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.


დამატებითი მოთხოვნები:
 ყურადღება და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
 დროის ეფექტურად გამოყენება;
 ანალიტიკური აზროვნება;
 გადაწყვეტილების მიღების უნარი;
 პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი
 მონაცემთა ბაზებთან მუშაობის უნარი;
 ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი.

„ვიანი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ