გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

კონსულტანტი

ZOOMMER / ზუმერი სტანდარტული
800 ₾
გამოცდილების გარეშე
სრული
27 Jul - 27 Aug
ბაკალავრი
ინგლისური
2,355
24

კომპანია "ზუმერი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 დღე (დასვენების ორი დღის შეთანხმება შესაძლებელია)
ანაზღაურება ჯამურად თვეში 800 ლარი ან/და მეტი (ხელზე ასაღები);

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული წინსვლის/დაწინაურების შესაძლებლობას;
** მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** ვეძებთ მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ადამიანებს;
** ციფრული ტექნიკის ცოდნა აუცილებელი არ არის, ჩვენ გასწავლით;
** მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება სასურველია;
** მნიშვნელოვანია გამართული პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარი ქართულ ენაზე;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა აუცილებელია.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება;
** გაყიდული პროდუქტის შესახებ საგარანტიო პირობების გაცნობა მომხმარებლისთვის;

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!

მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ