გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

ბუღალტერი-დებიტორული დავალიანების კონტროლის სპეციალისტი

შპს ფუდსერვისი სტანდარტული ადგილზე
კონკურენტული
გამოცდილი
სრული
21 Mar - 21 Apr
განათლების გარეშე
ქართული
75
1

სადისტრიბუციო კომპანია „ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის , SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია „ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის/დებიტორული დავალიანების კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის #40 - ტრანპოსრტირება მ/ს ავლაბრიდან, სამგორიდან და რუსთავიდან.

სამუშაო გრაფიკი: 09:00სთ - 17:00სთ;

ფუნქციები:

  • ანგარიშვალდებული პირების მიერ კლიენტებისაგან აღებული თანხების აღრიცხვა და მონიტორინგი;
  • ანგარიშვალდებული პირების დავალიანებების ყოველდღიური კონტროლი და რეპორტის მომზადება;
  • კლიენტების ვადაგადაცილებული დავალიანებების დაანგარიშება და ვალების ყოველდღიური რეპორტის მომზადება;
  • შედარების აქტების მომზადება და ყოველდღიურ რეჟიმში კლიენტებთან შედარების პროცესის წარმოება
  • ანგარიშფაქტურების გამოწერა;
  • დებიტორების ბარათების გასწორება/კონტროლი;
  • სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;

მოთხოვნები:

  • სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • ბუღალტერიის საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • MS Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;
  • ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@gfs.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - “ ბუღალტერი/დებიტორული დავალიანების კონტროლის სპეციალისტი“, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!


კომპანია ფუდსერვისში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ფუდსერვისის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ