გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

მაღაზიის მენეჯერი

SPAR Georgia სტანდარტული ადგილზე
1,400 ₾ +ბონუსი
გამოცდილი
სრული
25 Mar - 25 Apr
ბაკალავრი
ქართული
134
3

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს მაღაზიის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები :

  • სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა;

თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;

დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;

  • მარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა საქონლის ოპტიმალური რაოდენობითა და ასორტიმენტით;
  • საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი;
  • ფინანსური აქტივების ყოველდღიური კონტროლი;
  • სამომხმარებლო მოთხოვნების შესწავლა;
  • პერიოდული ანგარიშების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

უნარები:

  • მართვის და ორგანიზების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მაღაზიის მენეჯერი“.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის !

მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ