გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

ფინანსური ანალიტიკოსი არქის

არქი სტანდარტული ადგილზე
კონკურენტული
გამოცდილი
სრული
24 Apr - 24 May
ბაკალავრი
ქართული
35
1

ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიაHPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენი მიზანია:

  • შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
  • განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად ჩვენ ვეძებთ ფინანსურ ანალიტიკოსს და გთავაზობთ კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

ფინანსური ანალიტიკოსის ფუნქცია მოვალეობები:

  • კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და ფინანსური რესურსების გამოყენების ეფექტურობის ანალიზი;
  • Ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა;
  • კომპანიის ანალიტიკისა და ფინანსური/ბიზნეს პარამეტრების კონტროლი;
  • შიდა საოპერაციო და ფინანსური მონაცემების დამუშავება სხვადასხვა ანალიტიკურ ჭრილში;
  • კომპანიის ბიზნეს ერთეულების ანგარიშგებების მომზადება და მომგებიანობის ანალიზი;
  • მონაცემების სტატისტიკური და ეკონომეტრიკული დამუშავებისა და შესაბამისი ანალიტიკური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • რეკომენდაციების მომზადება ხარჯების ოპტიმიზაციის თაობაზე;
  • ახალი პროექტის დაგეგმვისას ფინანსური პროგნოზირება.
  • ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსური მიმართულებით
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel
  • ინგლისური - წერა/ზეპირი ძალიან კარგად.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება,მაშინ გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:hr@hpm.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა2024 წლის 31 მაისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ