გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

შეფი განვათავსოთ ibis Tbilisi Ortachala

IBIS სტანდარტული ადგილზე
კონკურენტული
გამოცდილი
სრული
24 Apr - 24 May
ბაკალავრი
ინგლისური
36
0

ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენი მიზანია:

  • შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
  • განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად, 156 ნომრიანი Accor Group-ის სასტუმრო ibis Tbilisi Ortachala აცხადებს ვაკანსიას შეფის პოზიციაზე.

სასტუმროს გახსნის თარიღი - 2024 წლის სექტემბერი

სასტუმროს ადგილმდებარეობა - თბილისი, გულუას 22



ძირითადი მოვალეობები:

  • სამზარეულოს საოპერაციო სტანდარტული პროცედურების, უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმების შედგენა, დანერგვა, დაცვა;
  • სამზარეულოს აღჭურვილობისა და ინვენტარის ინსტალაციაში მონაწილეობა და სამზარეულოს მზაობაში მოყვანა ობიექტის გახსნისთვის;
  • სამზარეულოში არსებული დანადგარების, მოწყობილობებისა და გაყვანილობების გამართული მუშაობის კონტროლი და გაუმართაობის შემთხვევაში რეაგირება;
  • მომწოდებლებთან ურთიერთობა, მომარაგება, პროდუქციის ხარისხისა და საწყობების აღწერაზე პასუხისპმგებლობა;
  • მონაწილეობის მიღება რესტორნის კონცეფციის შექმნაში და საოპერაციო სტანდარტების დანერგვაში;
  • მენიუს შედგენა, განახლება, რეგულარული დაგემოვნების ორგანიზება, ახალი რეცეპტების შემუშავება, კერძების თვითღირებულების კალკულაცია, მონაწილეობა სარეალიზაციო ფასის შემუშავებაში;
  • სტუმრის მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტით;
  • დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევაში ჩართულობა, სწავლება და გადამზადება;
  • თანამშრომლებისთვის ყოველკვირეული სამუშაო გრაფიკის შედგენა;
  • დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულების, მოგება-ზარალის მონიტორინგი.


საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

  • სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზეც;

  • სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზეც;

  • პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;

  • კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების ზოგადი სტანდარტების ცოდნა;

  • ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების სტანდარტების ცოდნა;

  • ინგლისური ენის ცოდნა სასურველია

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: შეფი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 31 მაისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ