გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

ბარმენი

დიალოგი კოხტა სტანდარტული ადგილზე
კონკურენტული
გამოცდილების გარეშე
სრული
08 May - 08 Jun
განათლების გარეშე
ქართული
229
0

ჩვენ ვართ არქისჰოლდინგში შემავალისასტუმროების პროექტების მართვისკომპანია, რომელიც აერთიანებს მიმდინარე პროექტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდსდიალოგ კოხტა აპარტს“-, ასევე სხვადასხვა სართაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად, 134 ნომრიანი ახალაშენებული აპარტ-სასტუმრო "დიალოგ კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.


პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი

საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს თანმშრომლის საცხოვრებლსა და ტრანსპორტირებას.



ბარმენი ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრებისაგან შეკვეთის მიღება, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმლის დროული მომზადება, მიწოდების უზრუნველყოფა;
** ბარში არსებული დანადგარების, ჭურჭლისა და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა;
** ბარის მენიუს შემუშავება და განახლებაში ჩართულობა;
** ყოველთვიურად ინვენტარიზაციაში ჩართულობა;
** ყოველდღიურად, ბარის არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა, გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება, სასმლის შენახვა და მარაგების კონტროლი;
** ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების, ასევე კერძების მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მომსახურების სტანდარტების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების კანონმდებლობის სრული დაცვა;
** რესტორნის საოპერაციო სისტემაში საკვებისა და სასმლის ხარჯების, ჩეკების, დარიცხვის ასახვა; ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტით, მაღალი კმაყოფილების უზრუნველყოფა;

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესული სიტუაციების მართვისა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე, ენერგიული;
** სტუმრის კმაყოფილებაზე ორიენტირებული;

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სარესტორნო საოპერაციო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პროფესიული სერტიფიკატი კვებისა და სასმელების სფეროში ან/და მომსახურების პროფილით ჩაითვლება უპირატესობად;

ჩვენ გთავაზობთ:


** სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
** სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე
** კვებით უზრუნველყოფას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dialoghotels@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: მიმტანი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 მაისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებებს გისურვებთ!

მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ