გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

რეზერვაციების აგენტი

IBIS სტანდარტული ადგილზე
კონკურენტული
დამწყები
სრული
29 Jul - 29 Aug
განათლების გარეშე
ინგლისური, ქართული
554
5

ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

ჩვენი მიზანია:

  • შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
  • განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში;

ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.

ამჟამად, 156 ნომრიანი Accor Group-ის სასტუმრო ibis Tbilisi Ortachala აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების აგენტის პოზიციაზე.

სასტუმროს გახსნის თარიღი - 2024 წლის სექტემბერი

სასტუმროს ადგილმდებარეობა - თბილისი, გულუას 22



ძირითადი მოვალეობები:

  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე, ელექტრონულ ფოსტაზე პასუხის გაცემა და სასტუმროს შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
  • ჯავშნების ყოველდღიურად შემოწმება და ნებისმიერი ცდომილების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
  • მომდევნო დღეს გამსვლელი სტუმრების სიის გადამოწმება ყოველდღიურად;
  • სასტუმროში გასამართი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შემდეგ გაზიარება შესაბამის განყოფილებებთან;
  • ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში ორგანიზატორებთან კონტაქტი, ასევე წინასწარ დარეგისტრირებულ პირებთან დაკავშირება და ფინანსური საკითხების პროცედურული უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

    • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა, დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • გუნდური მუშაობის უნარი;



დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „რეზერვაციების აგენტი“.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ „ibis Tbilisi Ortachala“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებებს!




მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ