გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

IT სპეციალისტი

Swiss Capital სტანდარტული ადგილზე
კონკურენტული
გამოცდილი
სრული
23 Aug - 23 Sep
ბაკალავრი
ინგლისური, ქართული
644
19

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული
ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
 კომპანიაში არსებული კომპიუტერული და სხვა ტექნიკის გამართული მუშაობის
უზრუნველყოფა;
 თანამშრომლების დახმარება ტექნიკური პრობლემების მოგვარებაში; საჭიროების
შემთხვევაში მათი ტრენინგი;
 ოპერაციული სისტემების MS Windows 10 ინსტალაცია, კონფიგურაცია,
დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა;
 თანამშრომლების დისტანციური მხარდაჭერა
 პერიფერიული მოწყობების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
 IP ტელეფონების კონფიგურირება;
 რეგულარული ტექნიკური სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 ტექნიკური განათლება/პროფესიული განათლება;
 ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი
გამოცდილება;
 ოპერაციული სისტემების MS Windows 10 სრულყოფილი ცოდნა;
 IP ტელეფონებთან მუშაობის გამოცდილება;
 ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა.
 სასურველია CompTIA A+ სერტიფიკატი

სხვა მოთხოვნები:
 რამდენიმე ამოცანაზე პარალელურად მუშაობის უნარი;
 დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
 სისხარტე მუშაობაში;
 პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
 ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა.
 ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
 სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
 გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
 ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის
მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 06.09.2024 წ.
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - „IT Specialist".

მსგავსი

მარტივი განაცხადი

+995

ატვირთეთ სურათი

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ