შპს ,,ბიუ ბიუ პლიუსი", შპს ,,ჩირინას" ახალი ხორცპროდუქტების დისტრიბუტორი კომპანია, რომელმაც გახსნა ახალი მაღაზიათა ქსელი, სახელწოდებით - ,,ბიუმარტი" ეძებს გამყიდველ-კონსულტანტებს, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად იზრუნებენ ჩვენს ერთგულ მომხმარებლებზე. მიზანი ჯანსაღი ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე საერთო ორგანიზაციული წარმატების მიღწევაა.
რატომ ჩვენ? რას გთავაზობთ:
- ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი;
- პროფესიული ტრენინგები;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- საბონუსე სისტემა;
- გუნდურობის წამახალისებელი ღონისძიებები;
- თანამშრომლებზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის მიღება, დალაგება, აღრიცხვა;
- კლიენტების მომსახურება;
- სალარო ოპერაციების წარმოება;
- ობიექტის სისუფთავის უზრუნველყოფა.
აუცილებელი მოთხოვნები:
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი;
- ქართულ ენაზე გამართულად საუბრის უნარი. ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასურველია, თუმცა არა სავალდებულო;
- ანალიტიკური აზროვნება.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოწესრიგებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- აქტიურობა და სისწრაფე.
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
- ცვლილებებთან სწრაფი ადაპტირების უნარი.
ანაზღაურება: 850 ლარი 15 დღეში + ბონუსი
გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, 09:00 სთ -15:00 სთ; 15:00 სთ - 20:30 სთ
სამუშაო განრიგი: 9:00 სთ -20:30 სთ
დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე - 500 70 00 70