,,თბილისი ენერჯი“ ახალი კომპანიაა, რომლის მფლობელიც ქართული ბიზნეს ჯგუფის მიერ დაფუძნებული კომპანია „ვოლტბეია“. ჩვენი კომპანიის მთავარი პრიორიტეტი დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებაა.
კომპანიამ უკვე დაიწყო თბილისის გაზმომარაგების ამორტიზებული და ავარიული ქსელის აღდგენა. „თბილისი ენერჯი“ ამ მიზნით ყოველწლიურად 30 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციას გეგმავს. დავიწყეთ რამდენიმე მსხვილი სარეაბილიტაციო პროექტი და დედაქალაქის გაზმომარაგების უმნიშვნელოვანეს მონაკვეთებზე გაზსადენები სრულად განახლდება.
დღეს კომპანია 1.500.000 ადამიანს ემსახურება და 18 000 კომერციული აბონენტი ჰყავს. ეს რიცხვი ფაქტიურად ყოველდღიურად იზრდება. კომპანია მუდმივად აცხადებს ვაკანსიებს სხვადასხვა სპეციალობით.
თბილისი ენერჯი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში.