ჩვენ, ენერგო ინფრასტრუქტურის ექსპერტები, 1956 წლიდან დღემდე უწყვეტად ვაშენებთ, ვარემონტებთ და მომსახურებას ვუწევთ ენერგო ინფრასტრუქტურას, ენერგიის უწყვეტი მოძრაობის, საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების უზრუნველსაყოფად. ჩვენი მიზანია საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევის ხელშეწყობა ენერგო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო დონეზე შენებით და მომსახურებით.
ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:
• ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაცია
• ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია
• ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია