გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

სუფთა სახლი

საცალო ვაჭრობა

„სუფთა სახლის“ მაღაზიათა ქსელი 2013 წლიდან ემსახურება ქართველ მომხმარებლებს. ჩვენი ისტორია სულ რაღაც ორი მაღაზიით დაიწყო და მომხმარებელთა კეთილგანწყობის დამსახურებით დღეის მდგომარეობით „სუფთა სახლი“ როგორც ერთ-ერთი ყველზე მასშტაბური კომპანია საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრსა და დედაქალაქის უბანში არის წარმოდგენილი, 210-მდე ფილიალით. კომპანიის სტრატეგიაა საქართველოში დავამკვიდროთ სახლისა და თავის მოვლის ახალი სტანდარტი, მომხმარებელთა შესაძლებლობებისა და სურვილების მაქსიმალური გათვალისწინებით. - გამორჩეულად დაბალი ფასები - მუდმივი აქციები და შეღავათები პროდუქციებზე - პროდუქციის მრავალფეროვანი და მუდმივად განახლებადი არჩევანი: პარფიუმერია, პირადი ჰიგიენის ნივთები, სარეცხი და საწმენდი საშუალებები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი, საკანცელარიო პროდუქცია და არამარტო - სუფთა სახლში ყველაფერია! კომპანია ამავდროულად ერთ-ერთი გამორჩეული დამსაქმებლის სტატუსსაც დამსახურებულად ირგებს, ჩვენთან დღეის მდგომარეობით მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1500-მდე თანამშრომელი. კომპანიის განვითარების ტემპი და მასშტაბი პირდაპირპროპორციულად აისახება თანამშრომლების განვითარებასა და შესაძლებლობების ზრდასთან. კომპანიის განახლებული სტრატეგია და შიდა კორპორატიული კულტურა დააინტერესებს ნებისმიერ პირს, ვისაც მუდმივად მზარდ, მასშტაბურ კომპანიაში სურს დასაქმდეს და განვითარდეს როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად. გაგვიცანი უფრო ახლოს: www.ch.ge

მთავარი ვაკანსიები თანამშრომელი
დატოვეთ თქვენი CV

შესახებ

13/04/2022
33 მიმდევარი
0 თანამშრომლები

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ