გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

"კრისტალი" ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია

ფინანსები & დაზღვევა

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უკვე 24 წელია წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე ფილიალის მეშვეობით მომხმარებელს მათზე მორგებულ ფინანსურ სერვისებს აწვდის. კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული სოციალური პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობის, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების კუთხით. კრისტალის დიდი გუნდი აერთიანებს 1000 ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას, რაც ნათლად გამოიხატება განვითარებაზე ორიენტირებულობაში, მეგობრული გარემოს შექმნაში, თანამშრომლებზე ზრუნვაში, გუნდურობასა და ერთმანეთის მხარდაჭერაში. სწორედ ასეთი გარემო და კოლეგიალური ურთიერთობები განაპირობებს იმას, რომ თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკვე მრავალი წელია კომპანიაშია დასაქმებული, რაც ნათლად აისახება კომპანიის სიძლიერეზე, სტაბილურობასა და წარმატებაზე.

მთავარი ვაკანსიები თანამშრომელი

შესახებ

20/06/2022
3 მიმდევარი
0 თანამშრომლები

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ