როშა - თანამედროვე სტილის ღვინის მარანი 2018 წელს დაარსდა კახეთში და დღეს წარმატებით ახორციელებს ღვინის ექსპორტს ამერიკასა და ევროპის ქვეყებში— ფართოდ არის წარმოდგეენილი პარიზში, მათ შორის მიშლენის ვარსკვლავით აღნიშნულ რესტორნებში. 2021 წელს ცნობილი პუბლიკაციის "Wine&Spirits Magazine" -ის რეიტინგებში როშას Anthos რქაწითელმა მოიპოვა პრესტიჟული 91 ქულა. ადგილობრივ ბაზარზე როშას ღვინოები წარმოდგენილია თბილისის 20-მდე დასახელების ღვინის მაღაზიაში, ბარებსა და რესტორნებში.