გამოწერისთვის, გაიარეთ ავტორიზაცია
ვაკანსიის გამოწერისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია

ჩემი კომპანიები

კომპანიის დამატება

ვერ მოიძებნა

Nissan

სხვა

ნისანი ფართოდ აღიარებული და „დაფასებული“ იაპონური საავტომობილო ბრენდია, რომელსაც არსებობისა და განვითარების ხანგრძლივი ისტორია აქვს. ნისანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გამორჩეულ დიზაინს, მაღალ ტექნოლოგიებს და ხარისხს. ნისანის ავტომობილები გამოირჩევა ამტანობით, კომფორტითა და ეკონომიურობით. ავტომწარმოებლის მთავარი მიზანია მომხმარებლის კმაყოფილება, რასაც ეფუძნება კიდეც ნისანის პოლიტიკა და საერთაშორისო სტანდარტები. კომპანია „ჯეო ავტო“ 2007 წლიდან ნისანის მარკის ავტომობილების ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ნისანის ავტომობილების რეალიზაცია, გაყიდვის შემდგომი საგარანტიო მომსახურება და ტექნიკური სერვისი, ასევე სათადარიგო ნაწილების როგორც საცალო გაყიდვა ასევე შეკვეთა. ნისანის სერვის ცენტრი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უახლესი ტექნიკით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით. კომპანიაში შეძენილ ნებისმიერ ავტომობილზე ვრცელდება ქარხნული გარანტია 4 წელი ან 100 000 კმ, რომელიც პირველი შესრულდება. კომპანიის ავტოსალონში გამოფენილია ნისანის მოდელების მთელი სპექტრი. აქ წარმოდგენილია ყველა კლასისა და სეგმენტის შესაბამისი ავტომობილები სხვადასხვა აღჭურვითა და ფერების არჩევანით. ასევე შესაძლებელია სასურველი ავტომანქანის შეკვეთა და ეს ყოველივე დროის უმოკლეს პერიოდში (1 კვირიდან 1 თვემდე). ამიტომაც, ავტომობილის შეძენა ადვილი, სწრაფი და უბრალოდ სასიამოვნო პროცედურაა. „ჯეო ავტო“-ში შეძენილი ავტომანქანების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ზუსტადაა მორგებული ჩვენს გზებზე, კლიმატზე, ასვე საწვავზე და რაც მთავარია მომხმარებლის ბიუჯეტზე. ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია და იწყება 10 000 აშშ დოლარიდან ( ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში). კომპანია თანაშრომლობს საბანკო და სადაზღვევო სექტორთან, რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას მაქსიმალურად ხელსაყრელ და გამარტივებულ პირობებში გაიყვანოს სასურველი ავტომანქანა სალონიდან. კომპანიის პერსონალის მიზანია არ უგულვებელყონ მომხმარებელთა ნებისმიერი სურვილი და მაქსიმალურად დაკმაყოფილონ ისინი მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. დაარსებიდან დღემდე „ჯეო ავტო“–მ მოიპოვა მომხმარებელთა ნდობა. კომპანია მუდმივად ვითარდება და მომავალშიც ბევრ სიახლეს პირდება მომხმარებლებს.

მთავარი ვაკანსიები თანამშრომელი

შესახებ

16/11/2022
0 მიმდევარი
0 თანამშრომლები

კონტაქტი

599715865
54 დ. აღმაშენებლის ქუჩა
პარასკევი
10:00 - 18:00
ორშაბათი
10:00 - 18:00
სამშაბათი
10:00 - 18:00
ოთხშაბათი
10:00 - 18:00
ხუთშაბათი
10:00 - 18:00
პარასკევი
10:00 - 18:00
შაბათი Closed
კვირა Closed

ყველა უფლება დაცულია © 2022 ბიემ სოფტის მიერ