ჰაიდელბერგცემენტი წამყვანი ბრენდია საქართველოს ცემენტის ბაზარზე. ის ამარაგებს თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს ცემენტით და ბეტონით, მეტიც, კომპანია წარმოადგენს კლინკერის ერთადერთ მწარმოებელს ქვეყანაში.
დღეისათვის ჰაიდელბერგცემენტს 200 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოში, რაც, ძირითადად, ცემენტის არსებული ქარხნების მოდერნიზაციაზე, ასევე ბეტონის და ინერტული მასალების საწარმოო ხაზის გაფართოებაზე იყო ორიენტირებული.