თინეთი საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც 8 ციფრულ პლატფორმასა და 5 iOS და Android აპლიკაციას აერთიანებს.
ჩვენი ციფრული პლატფორმები მოიცავს შემდეგ ვებ საიტებს: Livo.ge, Vendoo.ge, TKT.ge, Myauto.ge, Mymarket.ge, Myhome.ge, Myparts.ge, Swoop.ge. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ია და ჯამში საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს მოიცავს.
თინეთში შემავალი ციფრული პლატფორმები და აპლიკაციები მომხმარებელს მომსახურებას 4 ძირითადი მიმართულებით სთავაზობს: Lifestyle, ელექტრონული კომერცია, ავტო და უძრავი ქონება.
ეს მიმართულებები თავს Super App მოიყრის. მარტივი ნავიგაციის მქონე Super app-ის მიზანია, ყოველდღიური მოხმარების ყველა საჭირო სერვისი მომხმარებელს ერთ აპლიკაციაში შესთავაზოს.