შპს „აგრო მოტორსი“ არის მსოფლიო პრემიუმ ბრენდის John Deere-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია დაარსდა 2013 წელს და ამ წლების განმავლობაში შეძლო დაეკავებინა წამყვანი პოზიცია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიმართულებით. კომპანია მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და სრულყოფაზე.
კომპანიამ, 2022 წელს მოახერხა საერთაშორისო ბაზარზე გასვლა და გახდა John Deere-ს ოფიციალური წარმომადგენელი აზერბაიჯანში. კომპანიის მთავარი მიზანია, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.