შპს “ქალაქური” სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს 15 წელია. აწარმოებს და ყიდის სადისტრიბუციო რგოლის საშუალებით ადგილობრივ და იმპორტით შემოტანილ ნატურალურ პროდუქციას.
მომხმარებელს ვთავაზობთ ქართულ თხილს (მოხალული, მოუხალავი), ნუშს, ფისტაშკას, მზესუმზირას, სხვადასხვა სახეობის ქართული ხილისგან დამზადებულ ჩირებს, ტყლაპს. ასევე გვაქვს უგემრიელესი ნუგბარი – თხილისა და ჩირების ასორტი, თხილი ქიშმიშით , თხილი ჩირებით, მიწის თხილი სეზამით, თაფლით და მარილით.