"ლუკოილ-ჯორჯია" 2002 წლიდან არის საქართველოს ბაზარზე. მას შემდეგ კომპანია მიზანდასახულად აფართოვებს სამომხმარებლო და კორპორაციულ ბაზრებზე საქმიანობას. გარდა საწვავისა, ლუკოილ-ჯორჯია ლუკოილის საავტომობილო ზეთების იმპორტსაც ახორციელებს. ლუკოილისთვის უმნიშვნელოვანესია გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხები.