“გორგია” ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელიც მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 60 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
გორგიას ისტორია 1998 წელს დაიწყო. 24 წლის განმავლობაში კომპანია სწრაფი ტემპით იზრდება, დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-მდე თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით 7 დიდ ქალაქში 10 ფილიალით: თბილისი (დიდუბე, გლდანი, საბურთალო, ლილო), ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, რუსთავი, მარნეული.
კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს.
“გორგიას” მიერ იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.