სტაბილური ზრდა და განვითარება, სიახლეზე ორიენტირებულობა, დელეგირების უნარი და ისეთი სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლებს თავისუფლად შეუძლიათ იდეების დაფიქსირება - ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებზეც წლებია კომპანია „ელთიბი“ - ს წარმატება დგას. 17 წლის წინ, სამი მეგობრის მიერ, თიბისის მხარდაჭერით დაფუძნებული კომპანიის კონცეფცია, გახდა კომპანიის უწყვეტი განვითარებისა და მომხმარებელთათვის სტაბილური გარემოს შექმნის საფუძველი.
2004 წელს, 15 თანამშრომლით დაწყებული საქმე, დღეს მომხმარებელს ავეჯის მაკომპლექტებელი დეტალების ფართო ასორტიმენტსა და მომსახურების სამ ძირითად მიმართულებას სთავაზობს: ავეჯის კომპონენტებისა და მაკომპლექტებელი დეტალების იმპორტს, საწარმოო მიმართულებასა და პალიტრა-სამღებროს.