სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალი საქართველოში 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 27 ფილიალით საქართველოს 10 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, გარდაბანში, თელავში, გურჯაანსა და მარნეულში. სვის კაპიტალის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას.
ამჟამად, სვის კაპიტალი დაკომპლექტებულია 400-მდე პროფესიონალით. არსებობის 12-წლიანი ისტორიის მანძილზე, კომპანიამ შეძლო მომხმარებლისა და პარტნიორების ნდობის მოპოვება. დღეს სვის კაპიტალი ასოცირდება სწრაფ და ხარისხიან, მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნაზე მორგებულ მომსახურებასთან.