in

კეთილი გულის მქონე ცნობილი ადამიანები

ვერსკვლავები რომელთა სიკეთესაც საზღვარი არ აქვს

როდესაც ტელეეკრანებზე ვარსკვლავების ბოჰემურ ცხოვრებას ვუყურებთ, ვერც კი წარმოვიდგენთ, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან. მათაც შეიძლება ჰქონდეთ კათილი გული და არ იყვნენ ამპარტავნები

სტივ ბუშემი – მსახიობობამდე ნიუ იორკის სახანძრო სამაშველო სამსახურში მუშაობდა და 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ დაუბრუნდა მეხანძრეობას. მთელი კვირის განმავლობაში დღეში 12 საათი სხვა მეხანძრეებთან ერთად ეხმარებოდა მოსახლეობას და ამას პირად მოვალეობად მიიჩნევს

კოლინ ფარელი – ტორონტოში გადაღებებზე იმყოფებოდა, როდესაც რადიოსადგურის წამყვანმა კონკურსი გამოაცხადა. ამ კონკურსში მსახიობი უსახლკარო მამაკაცს დაეხმარა და ფულადი პრიზი ააღებინა. ერთი წლის შემდეგ ისევ ჩააკითხა და ყველაფერი გააკეთა, რათა უცნობი მამაკაცი ფეხზე დაეყენებინა.

ზაკ გალიფიანაკისი – სანამ მსახიობი საქვეყნოდ ცნობილი გახდებოდა, ხშირად დადიოდა სამრეცხაოში სადაც 87 წლის მოხუცი გაიცნო, ქალბატონს სახლი არ ჰქონდა და სამრეცხაოში ცხოვრობდა, ხალხს რეცხვაში ეხმარებოდა და ამით ირჩენდა თავს. პოპულარობის შემდეგ ზაკმა გაიგო, რომ მისი მოხუცი გარეთ გამოაგდეს. მსახიობმა ბინა უქირავა, მის ყველა ხარჯს თავად ფარავს და ფილმების პრეზენტაციაზეც მუდმივად თან დაჰყავს


Загрузка...

ეს მომღიმარი ლამაზმანი ბანდიტური დაჯგუფების ლიდერი და სერიული მკვლელია

მხოლოდ უფროსებისთვის! ჰაკერებმა შიშველი ემა უოთსონის პირადი ფოტოები სოციალურ ქსელში გაავრცელეს (+18)