in

ლევ ტოლსტოის წერილი შვილებს – “ვიდრე დაქორწინდებოდე”

ცნობილი კლასიკოსის წერილი შვილებს

ჩემო ძვირფასო მეგობარო ილია, შენ მიერ ტანიასთვის მიწერილი წერილი უკვე მოვიდა. ვხედავ, თანდათან უახლოვდები დასახულ მიზანს. მსურს ორივეს მოგწეროთ – ეჭვიც არ მეპარება რომ ყველაფერს ეტყვი ჩემი შეხედულების შესახებ. ჩემთვის ეს დიდი შესაძლებლობაა, რომელსაც სიამოვნებით და ამავდროულად შიშით ვუყურებ. მე ასე ვფიქრობ: თუ ადამიანი საკუთარი სიამოვნებისთვის ქორწინდება, ამისგან კარგი არაფერი გამოვა. აქციო ქორწინება ძირითად მიზნად, ისე რომ სხვა ყველაფერი გვერდზე გადადო – ასეთ შემთხვევაში, ქორწინება როგორც კავშირი მასთან ვინც გიყვარს, დიდი შეცდომა იქნება. ეს ძალზედ ნათელია, თუ დაუფიქრდები. მიზანი ქორწინებაა? კარგი დაქორწინდი, მაგრამ შემდეგ? თუ სხვა მიზანი არ გაქვს ცხოვრებაში, ორჯერ უფრო რთული გახდება შენთვის რომ იპოვნო.

როგორც წესი, ადამიანები ქორწინდებიან და ივიწყებენ ამის შესახებ.

მათ ხომ მშვენიერი მოვლენები ელოდებათ წინ: ცოლ-ქმრობა, ბავშვები.. ეს მოვლენები თითქოსდა აყალიბებენ კიდეც ცხოვრებას, მაგრამ სამწუხაროდ ეს საშიში ილუზიაა.

მშობლები რომლებიც, ყოველ დღეს, მხოლოდ ბავშვების აღზრდაში ატარებენ და სხვა მიზანი არ გააჩნიათ,საკუთარი ცხოვრების არსის შეცნობას გვერდზე დებენ და სასჯელი რომელიც მათ საბოლოოდ ეწვევათ არის ის, რომ არ იციან რისთვის ცხოვრობენ. ისინი გვერდზე დებენ ამ კითხვას, მაგრამ ვერსაც გაექცევიან, რადგან მოუწევთ აღზარდონ შვილები, წინ გაუძღვნენ, მაგრამ ვერაფერ ღირებულს ვერ ასწავლიან. ამის შემდეგ მშობლები საკუთარ ღირსებებს კარგავენ და ბედნიერებას, რომელიც მათ ქონაზეა დამოკიდებული და მხოლოდ მოსაშენებელ ნახირს ემსგავსებიან.

Загрузка...

პატიოსნად ჩააბარეს წაგებული და საქვეყნოდ გაიმასხარავეს თავი

“პირიქით! პირიქით!…” არასოდეს ენდოთ ასეთ ადამიანებს