in

მსოფლიოს 10 ყველაზე ცნობილი ისტორიული ციხე

არავის არ უნდა ციხეში თავისი ცხოვრების უმცირესი ნაწილის გატარებაც კი, თუმცა ყველას ინტერესს აღძრავს ეს თემა

ილინოისის შტატ ქალაქ კარტრიჯში არსებული ციხე ისტორიის ნაწილი მას შემდეგ გახდა, რაც იქ მოკლეს ამერიკული რელიგიური მოძრაობის წარმომადგენელი ჯოზეფ სმიტი. 1844 წლის 27 ივნისს ამბოხებულები შეიჭრნენ ციხეში და ჯოზეფ სმიტი ძმასთან ერთად ჩაცხრილეს.

პორტ არტურის სახელით ცნობილი ციხე არა მხოლოდ ისტორიული არამედ განსაკუთრებული სიმკაცრითაც გამოირჩევა. ამ ციხიდან შეუძლებელი იყო გაქცევა. აშენებულია 1833 წელს, სასჯელს იხდიდა დაახლოებით 13000 მსჯავრდებული, რომელთაგან 2000 ცოცხალი არ გასულა. ხშირი იყო პატიმრებს შორის ერთმანეთის ხოცვა, ყველა ცდილობდა მკვლელობისათვის სიკვდილით დასჯილიყო, ვინაიდან იქ ყოფნა სიკვდილზე უარესი იყო.

სენეგალში კუნძულ გორეზე 1536 წელს აშენებული ე.წ. “მონათა სახლები” გამოიყენებოდა მონათა დასამწყვდევად მათ გაყიდვამდე. ეს სახლები ფუნქციონირებდა 1848 წლამდე.

სანქტ პეტერბურგის პეტრეპავლობის ციხესიმაგრე ქალაქის ერთერთი უძველესი არქიტექტურული ძეგლია. ადრე მასში ციხე იყო განლაგებული, რომელშიც სასჯელს იხდიდნენ  დეკაბრისტები, მაქსიმ გორკი, ტროცკი. ყველაზე მნიშვნელოავნ პატიმრად კი მეფისწული ალექსანდრე, პეტრე I -ის ვაჟი ითვლებოდა.

ქალაქ ლონდონის მთავარი ციხე 1188-1902 წლებში ნიუგეტსის კოლონია იყო. 800 წლის მანძილზე უამრავმა ცნობილმა ადამიანმა მოიხადა აქ სასჯელი. მათ შორის იყო ტომას მელორი, უილიამ პენი, ბენ ჯონსონი, დანიელ დეფო, კაზანოვა. 1783 წლიდან ციხის კედელთან იმართებოდა მსჯავრდებულების სახალხოდ სიკვდილით დასჯა. 1868 წელს საზოგადოების ზეწოლის გამო დასჯის პროცესმა შენობის სარდაფში გადაინაცვლა.

loading...

16 ფოტო, რომელიც პლაცკარტით მგზავრობას გადაგაფიქრებინებთ

რა ვიცით დონალდ ტრამპის შვილის ივანკას შესახებ?