in

ოტია იოსელიანის 20 გენიალური მოსაზრება

უნიჭიერესი ავტორის გამორჩეული ფრაზები, რომელთა გამოყენებაც ცხოვრებას გაგიადვილებთ

1) ”ადამიანის უბედურება ის არის, რომ ბედნიერების შორიდან ტკბობის ნიჭი არ გააჩნია. ბედნიერების ხელში ჩაგდების წადილი და სურვილა, რომ უბედურს ხდის.”

2) ”სევდა იმოდენა ტვირთია, არშეიძლება იგი ბავშვებმა ატარონ.”

3) ”ჩვენი უერთმანეთობა-დაშორება ჩვენს გათიშვას და დასუსტებას ნიშნავს, ჩვენს მარტოობას და ეულობას; რომ ცალ-ცალკე ჩვენ უილაჯონი, იოლად გასატეხი და დასამორჩილებელი, მიმღები და არ გამცემი. თუ ყრუ არა-ყურნაკლული, თუ ბრმა არა- თვალნაკლული. ცხვირწინ რაც გვიდევს, მარტო იმის დამნახავი და მუცელში რა მოვიქციეთ-მხოლოდ იმის მგრძნობელი. ასეთისათვის სამყარო უსიგრძეგანო კი არაა, მხოლოდ თვალსაწიერითაა შემოსაზღვრული და ზნეობრივი მშვენიერებისა აარაფერი იცის. რაც მის ნაკლულ თვალს ახარებს სილამაზედ ის მიაჩნია, რაც ჭმის მადას ან ვნებას აღუძრავს, იმის სუნს იგრძნობს; როცა დანაყრდება-ბედნიერეია, მოშივდება და-უბედური.”

4) ”სნეულება და უბედნურება ბევრნაირია, თუ მათი ენა არიცი, რას გაიგებ-ცხენს ან კაცს რა უჭირს…”

5) ”გოგოებმა არ ერთმა არ იცის, რომ ქალები უნდა გახდნენ და არც მე, რომ ბოლოს და ბოლოს უნდა დავკაცდე. და არც ერთმა რომ – კაცი ქალითა და ქალი კაცითა. კაცი რასაც აკეთებს ქალისთვის აკეთებს, ქალი კი რასაც აკეტებს კაცისთვის. რომ ბუხარიც დასჭირდება, კერაც, სახლიც, კარიც, ფუძეც და ფუძის ანგელოზიც…”

6) ”მსგავსი მსგავსსა შობს”

7) ”შენი ცხოვრება შენივე მატიანეა”

8) ”პირველი კოცნა ადამისა და ევას გამოძევების შემდეგ სამოთეში დაბრუნებაა”

9) ”ტყეში მგელი სულ რომ არიყოს გავლილი, ტყე და მგელი, მგელი და ტყე მაინც ერთადაა. თვითონ მგელი თუ არა, მგლის შიში დაგდევს და გინდა მგელს შეუჭამიხარ, გინდა მგლის შიშს.”

10) ”ყველაფრის სწავლა შეიძლება გარდა ჭკუისა, ჭკუა უნდა გქონდეს.”

11) ”დღეს, რომ ქვეყანა გვექცევა, უმაქნისი, უმოწყალო და უზნეონი ვართ, ნებისყოფას, რომ არ ეღალატა და ძალისხმევა შეგვეძლოს, უძლურობის ძლევის უნარი შეგვრჩენობა, თავს… და მხოლოდ თავის იმედად ყოფნის სიამაყე გაგვაჩნდეს, იქნება საქმე ასე, ამნაირად არ წაგვსვლოდა. ძალისხმევა უთუოდ, უძლურების ძლევაა.”

12) ”არიან ადამიანები გული აქვთ, მაგრად ხელისგულზე უდევთ.”

 

Загрузка...

13) ”კი, ოცნება აბა რატომაა ოცნება, მაგრამ მთლად უსაფუძვლო, მუდამ აუხდენელი და ცაზე გამოდებული ოცნებაც არ გვიშველის. რაღაცა მიწაზეც უნდა გეიმედებოდეს, რაღაცის ახდენის მოლოდინი უნდა გქონდეს…”

14) ”მიწის და ცის,  შავის და ცისფრის თვალმოუწყვეტელმა მზერამ თითქმის დამაელმა, და ახლა, როცა ცალი თვალით, მინდა არ მინდა ძირს უნდა დავიხედო, ცალი მაღლა თეთრს ღრუბლებში გამირბის.”

15) ”ლეღვზე ამბობენ, ცოდვილიანი ხილიაო, მაგრამ ლეღვი, მე ცოდვილს ახლაც მიყვარს.”

16) ”და მაქვს ჩემი, ბედნიერი, დედის ზურგისტოლა ქვეყანა.”

17) ”ვკითხულობ და თვალის კაკლებში ვუყურებ ჩემს ხალხს, რა სტკივა ან რა უხარია. ვწერ, მიყვარს და ვწერ… ნოველებს, მოთხრობებს, საბავშვო-სადიდოს, რომანს, ამბავს, პიესას, სცენარს, ზღაპარს… მაგრამ მართალს, ჩემი თვალით ნანახს, ჩემს ზურგზე გადავლილს, ან მთლად სანდო კაცისგან გაგონილს.”

18) ”ადამიანთან გულრწფელი ურთიერთობა, მიწისა და ვაზის სიყვარული, ბარი და ნაჯახი, კალატოზის ქაფჩა და მანქანის საჭე ხელიდან ახლაც არ გამიშვია და ვამბობ: მწერლობა ჩემი მეათე ”ხელოვნებაა” და ამიტომაა ყველაზე ნაკლებად, რომ ვიცი-მეთქი.”

19) ”რა გელექსებოდაო, იკითხავთ, მაგრამ ქართველებს ლექსი, რომ მარტო მაშინ შეექმნათ, როცა ისინი ბედნიერები იყვნენ, ძალიან ღარიბი იქნებოდა ჩვენი შეუდარებელი ხალხური პოეზია.”

20) ”ჩვენი უერთმანეთობა გარდაუვალია, ერთსული და ერთხორცი…

როგორ უმკლავდებოდა ელენე ახვლედიანი უდიდეს ტკივილს

ასტრიდ ლინდგრენი- საბავშვო ლიტერატურის დედა