OLYMPUS DIGITAL CAMERA
in ,

პომიდორი კორეულად. უგემრიელესი, უსწრაფესი და ულამაზესი რეცეპტი

ლამაზი სიწითლე თქვენს სუფრაზე

პამიდორი კორეულად

მოსამზადებლად დაგჭირდებათ

2 კგ. მსხვილ ნაჭრებად დაჭრილი კარგად გარეცხილი და გამშრალებული პომიდორი
4 ცალი გარეცხილი, გულგამოცლილი და გამშრალებული ბულგარული წიწაკა
2 თავი ნიორი
2 ცალი წითელი ცხარე წიწაკა
თითო კონა ოხრახუში და რეჰანი (თუ რომელიმე სხვა მწვანილი გიყვართ გამორჩეულად, შეგიძლიათ ისიც დაუმატოთ)
100 გრ. ძმარი (დაახლოებით 7 – 10 სუფრის კოვზი)
100 გრ. მცენარეული ზეთი (სასურველია ზეითუნის ზეთი)
100 გრ. შაქარი
2 ს/კ მარილი

loading...

OLYMPUS DIGITAL CAMERA

ნიორი, წითელი ცხარე წიწაკა და გარჩეული ბულგარული (წითელი) წიწაკა გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დავაბლებდეროთ, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, მარილი და შაქარი, ძმარი და ზეთი.

მივიღებთ ერთგვაროვან მასას.

გემრიელი ზამთრის გარანტი, მწვანე პომიდვრის სალათი

დაბალკალორიული მაკარონის სალათი შავი ქლიავით და ბოსტნეულით. უგემრიელესი არჩევანი