in

ყველასთვის საყვარელი მაინ რიდის ნაკლებად ცნობილი ბიოგრაფია

ყველასთვის საყვარელი მაინ რიდის ნაკლებად ცნობილი ბიოგრაფია

ტომას მაინ რიდი (ინგლ. Thomas Mayne Reid; დ. 4 აპრილი, 1818, ირლანდია — გ. 22 ოქტომბერი, 1883, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ამერიკელი რომანისტი. „კაპიტანი“ რიდი ძირითადად სათავდგადასავლო რომანებს წერდა. იგი პასტორის ოჯახიდან იყო (რიდი წარმოშობით შოტლანდიელი იყო, როგორც მამის, ისე დედის მხრიდან). განათლება ბელფასტში მიიღო და 1840 წელს თავგადასავლების საძიებლად ამერიკაში წავიდა. ჟურნალისტის რანგში მონაწილეობდა 1846–1848 წლების ამერიკა-მექსიკის ომში, სადაც დაიჭრა. შემდეგ დაბრუნდა ევროპაში და დაიწყო ლიტერატურული საქმიანობა ლონდონში, 1850 წელს გამოსცა „The Rifle Rangers“, სადაც ასახა მექსიკის ომში აღწერილი მოვლენები. მაინ რიდმა დაწერა 22 საბავშვო მოთხრობა, ფსევდონიმით „კაპიტანი მაინ რიდი“ და 28 ნაწარმოები უფროსებისათვის. იტანჯებოდა მძიმე ავადმყოფობით. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში რიდი ხეიბარი იყო. გარდაიცვალა ლონდონში 1883 წელს.

მისი ლიტერატურული მოღვალეობა 1843 წელის გაზაფხულიდან ფილადელფიაში იწყება. წერს ლექსებს, სტატიებს, მოთხრობებსა და პიესებს, რომლებიც ადგილობრივ თეატრში იდგმება. მწერლის გამოჩენა ლიტერატურულ ასპარეზზე უზარმაზარი ტალღის მოვარდნას ჰგავდა—გამომცემლობები რიგში იდგნენ მისი რომანების გამოცემის უფლების მისაღებლად. სწორედ ერთ–ერთი ასეთი გამომცემლობის მფლობელია, არისტოკრატული ინგლისური გვარის შთამომავლის ქალიშვილი იყო 15 წლის ელიზაბეტ ჰაიდი, შემდგომში როდის მეუღლე, რომლის მამაც, ალბათ არასდროს დათანხმდებოდა არასრუწლოვანი გოგონას გათხოვებაზე, მით უფრო 33 წლის კაცზე, რომ არა მისი პოპურალობა.

Загрузка...

რას ჰყვებოდა ალექსანდრე დიუმა საქართველოზე?

ფემინიზმი და გენდერული დემოკრატია-ანა კალანდაძე