in ,

ქვეყნები სადაც ქალებს საშინლად ექცევიან

არასრულწლოვანებზე ძალადობა და სიკვდილით დასჯა

იმდენად მრავალფეროვანი და მრავალკულტურულია დღეს მსოფლიო, იმდენად სხვადასხვა ფასეულობები აქვთ ადამიანებს, რომ არათუ საინტერესო საშიშიც კია.

12 ქვეყანა სადაც ქალები ადამიანებად არ ითვლებიან, სადაც ყოველდღიურად ისჯებიან, იჩაგრებიან, ძალადობის მსხვერპლნი არიან და იღუპებიან.

 

ავღანეთი

ავღანეთში ქალების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 45 წელია. მილიონობით ქვრივი ქალი სამათხოვროდ ხელგაწვდილი დაიარება, რათა შიმშილით არ ამოხდეს სული. სიღარიბე, სამხედრო კონფლიქტი, ადრეული ქორწინება და მუდმივი ძალადობა მეუღლეებისა და ნათესავი მამაკაცების მხრიდან განაპირობებს ქალების გაუსაძლის მდგომარეობას და ადრეულ სიკვდილს. მედიცინის დარგში ჩამორჩენილობის გამო, ერთ- ერთი ყველაზე ხშირი მშობიარობის დროს სიკვდილია.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

დემოკრატიული აქ სასაცოლოდ ჟღერს. ქალებს არ აქვთ უფლება ქმრის ნებართვის გარეშე არანაირ იურიდიულ დოკუმენტზე ხელის მოწერის. ხშირად შეხვდებით ფრონტის წინა ხაზზემებრძოლ მანდილოსნებს, რომელთაგან უმეტესობა იქვე იღუპება. ქვეყანაში მძვინვარებს შიდსი და ჰყვავის ძალადობა

Загрузка...

ნეპალი

ამ ქვეყანაში ქალებს პარტიზანულ რაზმში გაწევრიანება უწევთ, რათა დაიცვან თავი და საცხოვრებელი. ნეპალში მიღებულია ადრეული ქორწინება და მშობიარობა, გამუდმებული შიმშილობას დიდხანს ვერ უძლებენ და მალე კვდებიან. ამას გარდა მშობლები ხშირად ჰყიდიან არასრულწლოვან ქალიშვილებს.

 

მალი

ეს უღარიბესი ქვეყანა ცნობილია თავისი სისხლიანი წესჩვეულებებით: გოგონებს სასქესო ორგანოებს აჭრიან. ადგილობრივი ქალებს ადრეულ ასაკში ძალით ათხოვებენ. მალიში ყოველი მეათე გოგონა ფეხმძიმობის ან მშობიარობის დროს კვდება.

 

პაკისტანი

ეს არის ქვეყანა სადაც ადვილი შესაძლებელია გოგონა მოკლან მზითვის გამო, სახეში მჟავა შეასხას საქმრომ რომელიც ოჯახმა უარით გაისტუმრა, ჩაქოლონ ქვებით ღალატისათვის და ა.შ. უდანაშაულობის დამტკიცება ვერ ხედხდება. დამსჯელის როლში ქალებს, მათი ნათესავი მამაკაცები ევლინებიან, უმეტეს შემთხვევაში ძმა ან მამა.


მუამარ კადაფის 23 “მომაკვდინებელი ცოდვა” რისთვისაც იგი წამებით მოკლეს

დედა მომაკვდავი შვილის სარეცელთან გადაღებულმა სურათმა შოკში ჩააგდო