in

რას ჰყვებოდა ალექსანდრე დიუმა საქართველოზე?

უნდა გამოვტყდე , როცა თბილისში მოვდიოდი , მეგონა ვნახავდი ნახევრად ველურ ქალაქს , რაღაც ბაქოსა და ნუხის მსგავსს , მაგრამ უფრო დიდს. თურმე ვცდებოდი…

უნდა გამოვტყდე , როცა თბილისში მოვდიოდი , მეგონა ვნახავდი ნახევრად ველურ ქალაქს , რაღაც ბაქოსა და ნუხის მსგავსს , მაგრამ უფრო დიდს. თურმე ვცდებოდი , ფრანგული კოლონიის წყალობით , რომელიც უმთავრესად პარიზელი მკერავებისა და მოდისტკებისაკენ შედგება , ქართველ მანდილოსნებს შეუძლიათ იტალიური თეატრისა და გუნდის ბულვარის მოდას მისდიონ მხოლოდ ორი კვირის დაგვიანებით. იმ დროს , როცა მე საქართველოს დედაქალაქში ჩავედი , ქალები ძალზედ გართული იყვნენ ერთი რამით: თავად გ-ს მეუღლეს ჩამოეტანა პლასტიკური კორსეტი და მის უამისოდაც მშვენიერ წელს ისე მოეგო ამ ახალი გამოგონების წყალობით , რომ ქ-ნ ბლოსთან ტევა აღარ იყო მთხოვნელებისა. მასაც ქ-ნ ბონვალესთვის მიეწერა , რომ თბილისში ამ კორსეტების მთელი საპალნე გამოეგზავნა. მე როგორც პარიზელს , მეკითხებოდნენ ამ საინტერესო გამოგონების შესახებ , რაც , მათი აზრით , შეუძლებელი იყო , არ მცოდნოდა…

(ამის შესახებ პატარა ცნობა ჟურნალ ”ცისკარში” მოვათავსე) ამ ცნობამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიწვია: მთელი რედქცია სრული შემადგენლობით მოვიდა და ქართულ სადილზე მიმიპატიჟა. მაგრამ , თუ თბილისში იცნობენ პარიზულ კორსეტებს , ვეჭვობ რომ პარიზში იცოდნენ თბილისური სუფრის შესახებ. რასაკვირველია ქართული სუფრა.

”სამი მუშკეტერის” ავტორი, ალექსანდრე დიუმა აღფრთოვანებულია დასავლეთ საქართველოს ქალებით:

მთელი ძველი კოლხეთის ქალები საუცხოონი არიან, — ჩვენ გვინდოდა გვეთქვა: ქართველ ქალებზე უფრო ლამაზები, მაგრამ აქ დროულად გაგვახსენდა, რომ სამეგრელო, იმერეთი და გურია ყოველთვის საქართველოს ნაწილები იყო… მეგრელი ქალები, განსაკუთრებით, ქერათმიანები შავი თვალებით და შავგვრემანები ცისფერი თვალებით – დედამიწის ზურგზე ყველაზე ლამაზი ქმნილებები არიან.

                           ქართული სუფრა და მსმელები

ქართულ სუფრაზე ჭამენ ყველაფერს რაც კი მოხვდებათ . საჭმელი აქ ყველაზე უმნიშვნელო ნაწილია სადილისა , რომელიც შედგება განსაკუთრებიტ ახალი მწვანილისა და მისი ძირებისგან. რა მწვანილი ან რა ძირებია ეს წარმოდგენა არ მაქვს. სალათა უზეთოდ და უძმროდ , მწვანე ხახვი , გვერდელა , ტარხუნა და ბოლოკი. ხოლო რაც შეეხება სასმელს , ეს უკვე სხვა საქმეა , ამის შესახებ შემიძლია უფრო დაწვრილებითი ცნობები მოგაწოდოთ . ქართულ სუფრაზე ჩვეულებრივი მსმელები ხუთ ექვს ბოთლ ღვინოს სვამენ , უფრო დიდი მსმელები კი თოთხმეტ – თხუტმეტ ბოთლს. გამოერევიან ისეთებიც , რომლებიც ბოთლებით კი არა ტიკობით სვამენ , ესენი 20 – 25 ბოთლამდე ადიან. საქართველოში სასახელოა თუ შენ მეზობელზე მეტი დალიე. ასე რომ ქართველო საშუალოდ 15 ბოთლს სვამს… მათ გამოიგონეს სასმისი რომელიც მათდა უნებურად ათრობს…  ეს არის ერთგვარი ამფორა , რომელსაც კულას ეძახიან. კულა წარმოადგენს განიერმუცლიან და გრძელყელიან ბოთლს , რომელიც ერთბაშად  მოიცავს ცხვირსა და პირს ისე , რომ სმის დროს არ იკარგება არც ერთი წვეთი ღვინო და არც იოტისოდენა მისი გაზი . ამის შემდეგ სანამ ღვინო კუჭში ჩავა, გაზი ტვინში მიდის. კულის გარდა ქართველი მსმელები ხმარობენ კიდევ მრავალ ფანტასტიური ფორმის სასმისებს: გოგრას გრძელი ღეროთი , წვენის ჩამჩას … საწვნეების მსგავს ფართო ჯამებს… მოვარაყებულ რქებს რომელთა შორის უმცირესში 1 ბოთლი ღვინო ჩადის და აუცილებლად ერთი გადაკვრით , სულის ამოუთქმელად უნდა დაცალო.

Загрузка...

სასარგებლოც და სახალისოც

ყველასთვის საყვარელი მაინ რიდის ნაკლებად ცნობილი ბიოგრაფია