in

რატომ დარჩა უცოლოდ ალექსანდრე ყაზბეგი?

მკვლევარები დღემდე კამათობენ იმაზე, ვინ უყვარდა მწერალს, ვინ იყო ძიძიას პროტოტიპი, რატომ ჩაიშალა მისი ქორწილი და რატომ ვერ აიწყო პირადი ცხოვრება გამორჩეულმა სასურველმა სასიძომ


ალექსანდრე ყაზბეგის ცხოვრება რამდენიმე, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ეტაპისგან შედგება: მეფისწულივით ფუფუნებაში გატარებული ბავშვობა, როცა მასზე ორი ძიძა და რამდენიმე გამზრდელი ზრუნავდა, სიყვარულის ძიებასა თუ მისგან გაქცევაში გატარებული ახალგაზრდობა, მეცხვარეობის პერიოდი და დასასრული, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დადგა.ალექსანდრე ყაზბეგი 1848 წელს სტეფანწმინდაში, ხევის მებატონის ოჯახში დაიბადა. მამა მიხეილ ჩოფიკაშვილი ერთადერთ შვილს უზომოდ ანებივრებდა და ყველა სურვილს უსრულებდა.

11-12 წლის ასაკში ყაზბეგი უკვე ფლობდა რუსულ და ფრანგულ ენებს. მამისგან უზომოდ განებივრებული ბავშვისთვის არ არსებობდა აუხდენელი ოცნება, თუმცა გადაჭარბებული ფუფუნება აწუხებდა და პროტესტს სახლიდან გაქცევითა და სოფლის ბიჭებთან თამაშით  გამოხატავდა.

მწერლის ბიოგრაფთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ალექსანდრე ნათესავ ქალზე (სავარაუდოდ, დიმიტრი ყაზბეგის დაზე) იყო შეყვარებული და ელისაბედ თარხნიშვილმა შვილის სასწრაფოდ დაქორწინების გადაწყვიტა. მკვლევარების ნაწილი კი ფიქრობს, რომ ალექსანდრე კი არა, მისი ნათესავი ქალი იყო ყმაწვილზე შეყვარებული და მწერალმა უარი ნათესაობისა და საპასუხო გრძნობების უქონლობის გამო უთხრა.

Загрузка...

მკაცრი, ლამაზი და ამაყი ქალბატონი ეკატერინე ჭავჭავაძე

ასე უყვარდა გალაკტიონს