in

როგორ აუხდა წინასწარმეტყველება ტიციან ტაბიძეს?

პოეტი, რომელსაც სულით ხორცამდე უყვარდა სიცოცხლე, 44 წლის ასაკში საბჭოთა რეპრესიებმა იმსხვერპლა

 პოეტი, რომელსაც სულით ხორცამდე უყვარდა სიცოცხლე, 44 წლის ასაკში საბჭოთა რეპრესიებმა იმსხვერპლა.1937 წელს ”ცისფერყანწელების” ერთერთი წევრი სიცოცხლეს გამოასალმეს.                                                                        სიმბოლისტი პოეტის პირველი ლექსები xx საუკუნის 10-ან წლების მიჯნაზე დაიბეჭდა.

”მე არ მახსოვს როდის ვისწავლე წერა-კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში, ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს” – წერდა პოეტი ავტობიოგრაფიაში

ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში ტიციანი ბიძაშვილთან ერთად გალაკტიონ ტაბიძესთან ერთად სწავლობდა. მოგვიანებით სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტიციან ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ ”საქართველოს” რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა.

”არავის ვმსახურობდეთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა.” ასეთი იყო აღთქმა ქართველი ერის ისტორიული ცხოვრების გარიჟრაჟზე ქართლის ცხოვრების გადმოცემმით. და ვინ იტყვის, რომ საქართველომ არ იცოდა სიცოცხლე, რომ მან არ იცოდა ბრძოლა და თავსუფლება, სილამაზისთვის არ მიეტანოს მსხვერპლი.”- წერდა ტიციან ტაბიძე

 ცისფერი თვალებით და ღილ-კილში გაკეთებული წითელი მიხაკით ხიბლავდა გარემომყოფებს ტიციან ტაბიძე. მისი პოეზია თითქოს მარტივია, მარგარ ამავე დროს ღრმა და საოცრად პატრიოტული. ტიციანმა თავის პოეზიაში იწინასწარმეტყველა თავისი ტრაგიკული აღსასრული. გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე მან ასეთი ლექსი დაწერა:

”არგამოცვლილა ხომ პოეზია                                                                        მუზები ცისკრის კარებს აღებენ,                                                                     მხოლოდ ჩვენ სხვა დრო წამოგვეწია                                                                  ჩვენ ალბათ სადმე ჩაგვაძაღლებენ.”

პოეტი კარგად გრძნობდა, რომ საზოგდადოებრივი აქტვობა და ასეთი ლექსების წერა ძვირად დაუჯდებოდა და ასეც მოხდა- 1937 წელს ის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. არსებობს სხვა ვერსიაც, რომ გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს:

”მომართულია ჩემსკენ ჩახმახი                                                                         და უსიკვდილოდ ვერ გადავურჩები.”

ტიციანს ბრალად სამშობლოს ღალატი დასდეს, არადა პოეტის ლექსში, რომელიც მისი სავიზიტო ბარათია, არის ასეთი გენიალური სტყვები:

”დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა                                                                       და საქართველოს მედგაას უღელი.”

 მეუღლე ნინა მაყაშვილი მთელი ცხოვრება ტიციანის დაბრუნებას ელოდებოდა. სამწუხაროდ, პოეტის სადლავი არ არსებობს. 1937 წელს რეპრესირებული ხელოვანების უკვდასაყოფად მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სიმბოლური საფლავის მემორიალია განთავსებული.

Загрузка...

როგორ შეუცვალა პარიზმა პაულო იაშვილს ცხოვრება?

მკაცრი, ლამაზი და ამაყი ქალბატონი ეკატერინე ჭავჭავაძე