in

როგორ შეუცვალა პარიზმა პაულო იაშვილს ცხოვრება?

რადიკალურად შეცვლილი ცხოვრების ისტორია

პაოლო (იგივე პავლე) იაშვილი დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში. პოეტის დაბადების ზუსტი თარიღი სადაოა, მაგრამ მიჩნეულია, რომ იგი დაიბადა 1892 წლის 2(14) აგვისტოს. პაოლოს დედა, ბაბილინე ბარონის ასული მდივანი, კეთილშობილი, სათნო, ღრმად მორწმნე და სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა. მამა, ჯიბრაელ (ჯიბო) დავითის ძე იაშვილი, წოდებით აზნაური, მთელ დასავლეთ საქართველოში ფართოდ ცნობილი პიროვნება, კიევში განსწავლული პროვიზორი იყო. ჯიბრაელი დიდად მომლხენი და ენამჭევრი თამადაც იყო, მის მონაყოლზე სუფრა სიცილისაგან ზანზარებდა.

საკმაოდ შეძლებულ შვილებმრავალ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ პაოლოს მეგობრები. ჯიბოს, სახელგანთქმულ ფარმაცევტს, ორსართულიანი სახლი ჰქონდა აგრეთვე ქუთაისშიც. სწორედ აქ ედო ბინა შემდგომში პაოლოს რედაქტორობით გამოცემულ ჟურნალებს “ოქროს ვერძსა” და “ცისფერ ყანწებს”.

პაოლოს გარდა, ჯიბრაელს ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყოლია. ერთი ვაჟი 1924 წელს დაუხვრეტიათ, პაოლო როგორც ცნობილია, 1937 წელს დაიღუპა, მესამე კი 1940 წელს გადაუსახლებიათ. ეს ფაქტები ნათლად მეტყველებენ ჯიბო იაშვილის შვილების ტრაგიკულ ბედზე, იმაზე, თუ რა რისხვა დაატეხა თავს ახალმა, “ბედნიერმა” ეპოქამ მის დიდ ოჯახს.

განათლება — 1900 წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ “ცისფერყანწელთა” მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები: ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე. კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა ისედაც მძლავრი ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდა 1905 წლის რევოლუციის მოახლოების შედეგად. 1911 წლიდან პოეტმა სწავლა განაგრძო ანაპაში- კერძო გიმნაზიაში.

პაოლო მოწოდებით მხატვარი იყო, ამ მიზნით გაემგზავრა 1913 წელს პარიზში, ლუვრთან არსებული ხელოვნების ინსტიტუტში სასწავლებლად, მაგრამ მოგვიანებით პოეზიით გატაცებამ ხელი ააღებინა ფერწერაზე. პოეტი ახლოს გაეცნო ფრანგი სიმბოლისტების შემოქმედებას. პარიზში გატარებულმა დრომ, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი შეასრულა პ. იაშვილის ლიტერატირულ მისწრაფებათა გამოკვეთის საქმეში.

1915 წელს მსოფლიო ომის ქარცეცხლსა და “ევროპის” ქაოსს გამოქცეული პოეტი ქუთაისში მკვიდრდება და აქტიურად ებმება ლიტერატურულ ცხოვრებაში.

მოღვაწეობა – პაოლო აქტიურ მონაწილეობას იღებდა მწერალთა კავშირის საქმიანობაში, დღიდან დაარსებისა. მისი საზოგადოებრივი ღვაწლის დახასიათების დროს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: “ოქროს ვერძი” და “ცისფერი ყანწები”.

მოგონებებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში ბოლო დრომდე ხშირად იყო ხოლმე ხაზგასმით აღმიშნული, რომ პაოლო იაშვილი აღტაცებით შეეგება 1921 წლის 25 თებერვალს –საქართველოს გასაბჭოების დღეს და იმავე საღამოს დაწერა ამ ფაქტისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი – “ახალ საქართველოს”. მიუხედვად იმისა, რომ პაოლოსა და მის მეგობარ “ცისფრერყანწელებს” საბჭოთა ხელისუფლებისადმი მკვეთრად შეურიგებელი პოზიცია არ გამოუმჟღავნებიათ, ეჭვმიუტანლად დასტურდება, რომ ზემოთ აღნიშნული საკითხი, გასაგები მიზეზების გამო, ცალმხრივად და ტენდენციურად შუქდებოდა. ხელისუფლება თუ მისი გარკვეული წევრები ცდილობდნენ ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს პოეტი აქტიურად იბრძოდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დასამყარებლად. ეს ფაქტი დღევანდელი გადასახედიდან არარეალური და მიუღებელია, რადგან სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი კაცი, ბუნებრივია, შეგნებულად ვერ მოხვდებოდა იმათ ბანაკში, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობას სისხლში ახშობდა.

1924 წლის ტრაგიკულმა მოვლენებმა მათ ოჯახს თავზარი დასცა. პოეტის ძმა 22 ვასილი სახალხო აჯანყებაში მონაწილეობისათვის შორაპანში დახვრიტეს. 1922–25 წლებში თითქმის 1934 წლამდე პაოლო იაშვილის შემოქმედებითი მუშაობის ინტენსიობა შენელებული ჩანდა.

მისი პირველი ლექსი “ღმერთო, ღმერთო” გაზეთ “კოლხეთში” 1911 წელს გამოქვეყნდა. პ. იაშვილის პირველი წიგნი 1955 წელს გამოიცა, ვრცელი კრებული 1959 წელს. პ. იაშვილის ტრიოლეტებისა და სონეტების გარდა ოსტატურად იყო დაუფლებული თავისუფალ ლექსსაც. მის შემოქმედებაში მარგალიტებივითაა გაბნეული მოთხრებები “ფერადი ბუშტები”, “სამი ტკივილი”. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო დამთავრება პოემისა “გზა მშვიდობისა” (1936–1937 წლები). იგი მუშაობდა პუბლიცისტიკაში და ეწეოდა მთარგმენლობით საქმიანობასაც. მან ბავშვებისთვის დაწერა რამდენიმე ლექსი: “მედეას ლეკვი”, “შემოდგომის დღე ფოთი”, “ოთარ შოფერი” და სხვა.

პაოლო მონაწილეობდა ყოველ ახალ წამოწყებაში, ხალხის კულტურის განვითრებაში. მან მშვენივრად იცოდა ფერწერით მხატვრობა. იგი ფართო დიაპაზონის პიროვნება იყო. მნიშვნელოვანია პ. იაშვილის წვლილი ქართული თეატრის შექმნის საქმეში. იგი კოტე მარჯანიშვილთან ერთად აქტიურად ჩაება ქართული თეატრის აღორძინებისათვის ბრძოლაში. იყო სცენისმოყვარე, მონაწილეობდა ქუთაისის თეატრში დადგმულ სპექტაკლ “ღალატში”.

პ. იაშვილი სულხან–საბა ორბელიანის დიდი თაყვანისმცემელი იყო. მას უნდოდა ს.ს ორბელიანის ნეშტის პოვნა ვსევსიატკოეში და გადმოსვენება.                                             პაოლო იაშვილზე ძლიერ იმოქმედა 1931–32 წლებში “ცისფერყანწელების” ჯგუფის გაუქმებამ.

მსხვერპლი – პირველი ყველაზე დიდი მსხვერპლი, რომელიც 1937 წლის რეპრესიებმა შეიწირეს, ქართველ მწერალთაგან, პაოლო იაშვილი იყო. ეს ტრაგედია მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საკამაოდ დიდი ხნის მანძილზე, ნელ-ნელა და თანდათანობით მზადდებოდა. ცხადი იყო, რომ მეხი სულ მალე უნდა გავარდნილიყო.

Загрузка...

რევაზ ინანიშვილმა ანდერძი დავით გონჯილაშვილს დაუტოვა

როგორ აუხდა წინასწარმეტყველება ტიციან ტაბიძეს?