in

როგორ ცხოვრობდა სინამდვილეში ”გოგია უიშვილის” ავტორი

როგორ ცხოვრობდა სინამდვილეში ”გოგია უიშვილის” ავტორი

1859 წლის 17 თებერვალს, გურიაში, სოფელ ყელაში დაიბადა შესანიშნავი ქართველი მწერალი ეგნატე ნინოშვილი. მისი ნამდვილი სახელია ეგნატე თომას ძე ინგოროყვა.

მამა საბატონო გლეხი იყო. მომავალი მწერლის დაბადებიდან ორ წელიწადში რუსეთის იმპერატორმა ხელი მოაწერე დეკრეტს ყმების გათავისუფლების შესახებ. ეს კანონი საქართველოში 1864 წლიდან ამოქმედდა. მაგრამ, როგორც ანტიქრისტიანული და არაადამიანური იყო ბატონყმობა, ისე არაადამიანურად მოიქცა ყმათა გათავისუფლების  დროს იმპერია… გლეხებს თავისუფლება კი უბოძეს, მაგრამ მიწა არ მისცეს. ვისაც ერგო რაიმე ნაკვეთი მიწისა, დიდი გადასახადი უნდა ეხადა წლების მანძილზე, უნდა გამოესყიდა მიწა,

ცნობილია, ქონების გარეშე ადამიანი თავისუფალი არ არის, ის სამწუხაროდ, მთლიანად დამოკიდებულია  დამქირავებელზე, ვითარებაზე და ა. შ. მით უმეტეს, იმ დროს… ამიტომ, უამრავი ადამიანი ჩავარდა უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში, როგორც ეს მოთხრობილი აქვს გულისამაჩუყებლად რეალისტ დიდ მწერალს „გოგია უიშვილში“ თუ სხვა ნაწარმოებებში. სადაც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გვიხატავს ამა ქვეყნის თანამდებობრივად თუ ფიზიკურად ძლიერთა შეუბრალებელ და ამორალურ სახეებს. ღატაკს ხომ ყველა ერევა…

„მუდამ მოუსვენარი ხარივით შრომა, ოფლის ღვრა, ჭაპან-წყვეტა და მაინც ცოლ-შვილი შიშველ-ტიტველი, ხშირად მშიერიც; მიწა-მამული მის ბარაზე არსად მოიპოვება, ნაბატონარი, საბეგრო მიწის გარდა: გადასახადი დღითი დღე მატულობს, უფროსი, მებატონე, მღვდელი, მამასახლისი, ასე გასინჯეთ, ნაცვალიც კი მას უწყრება და იჯაბნებს“.

ქვეყანაში არსებულმა ამგვარმა ვითარებამ, მისმა წარმოშობამ, სიღარიბემ დიდი გავლენა იქონია მწერლის ბედზე. ჩვილობის დროს დედით დაობლებულ ეგნატეს ზრდიდა მამიდა ნინო. მამიდამ ასწავლა წერა-კითხვა, მღვდელმა ხუცური და ლოცვა. მერე გავაჭრებულ აზნაურს მიაბარეს ფოთში, მაგრამ მან მოსამსახურედ გაიხადა პატარა ობოლი. ბიძამ კი დააბრუნა სოფელში და სკოლაში შეიყვანა, მაგრამ სიღარიბის გამო ხშირად უწევდა სკოლაში სიარულის მაგიერ საქონელი ემწყემსა. მერე ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში შევიდა.. მოსწავლეთა გაფიცვაში მონაწილეობის გამო გარიცხეს ნიჭიერი ყმაწვილი, თუმცა დამოუკიდებლად იმეცადინა და ექსტერნად დასრულება მაინც შეძლო. 1879-1881 წლებში ჩოჩხათის სკოლაში ასწავლიდა, მერე მუშაობდა ბათუმის რკინიგზაზე. შემდეგ ტელეგრაფისტად სადგურ სუფსაში. 1884 წელს ტფილისში, არსენ კალანდაძის სტამბაში მუშაობდა ასოთამწყობად და დღეში 7 კაპიკს იღებდა… შემდეგ ბათუმის ნავსადგურში დღეში 10 კაპიკს…

Загрузка...

კესარია აბრამიძის ეროტიკული ფოტოსესია

რევაზ ინანიშვილმა ანდერძი დავით გონჯილაშვილს დაუტოვა