in

საინტერესო ფაქტები მერაბ კოსტავას ცხოვრებიდან

სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული “შავლეგო”


კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა. მშობლები განათლებული ადამიანები იყვნენ. ბაბუა – ვლადიმერ დემურია, ცნობილი საზოგადო მოღვაწე გახლდათ. მერაბ კოსტავას პიროვნების ჩამოყალიბებაში ბაბუასა და მშობლებთან ერთად, დიდი როლი ბიძამ, ცნობილმა მსახიობმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა გრიგოლ კოსტავამ (მედეა ჯაფარიძის პირველი მეუღლე) ითამაშა, რომელიც პოლიტიკური აქტიურობისთვის ციმბირში გადაასახლეს. მისი იდეები მერაბს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირად აყალიბებდა.

სწავლობდა თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში. გამოირჩეოდა ნიჭითა და სიბეჯითით, იმის გამო, რომ კარგი მუსიკალური მონაცემები აღმოაჩნდა, IX კლასიდან სწავლა ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში გააგრძელა. კარგად უკრავდა, მღეროდა, ლექსებს წერდა. მოსწავლეობის პერიოდიდან იწყება პოლიტიკური მოღვაწეობა, რადგანაც გაიცნო და დაუმეგობრდა ზვიად გამსახურდიას და მასტან და რამდენიმე თანატოლთან ერთად, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პირველი პატრიოტული, არალეგალური ორგანიზაცია “გორგასლიანი” დააარსა.
1956 წლის დეკემბერში კი რუსთაველისა და მაშინდელი “პლეხანოვის” გამზირებზე, იმ დროისთვის გამაოგნებელი შინაარსის პროკლამაციები გაჩნდა: “ძირს პირსისხლიანი კომუნისტები, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!” ანტისაბჭოთა პროკლამაციების გავრცელებისთვის საიდუმლო ორგანიზაცია “გორგასლიანის” წევრები დაიჭირეს. სკოლის მერხიდან ასე ელიტური ოჯახების შვილები (ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ვოვა სიხარულიძე, თემურ ცერცვაძე, თამაზ გუნჯუა, გურამ სხირტლაძე, ანატოლი მიქაძე, გურამ დოჩანაშვილი) საპყრობილეში. ექვსი თვის შემდეგ, როგორც არასრულწლოვანი, პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.

* * *
მან მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომლის დასრულების შემდეგ (სხვადასხვა წელს) მუშაობს მუსიკის მასწავლებლად რუსთავისა და თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში… მოგვიანებით ჟურნალ “ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში” რედაქტორი გახდა, სადაც ქართული მუსიკისა და თეატრის განვითარების საკითხებზე წერილებს აქვეყნებდა.

Загрузка...

იცით თუ არა ეს ფაქტები ლეგენდარული ჯგუფი The Beatles შესახებ?

შოკისმომგვრელი ისტორიული ფაქტები, რომელსაც სკოლაში არ ასწავლიან (19 ფოტო)